ამერიკული კანის ბორასებრნი
ამერიკული კანის ბორასებრნი[1] (ლათ. Cuterebrinae) — პარაზიტი მწერების ქვეოჯახი ბორასებრთა ოჯახისა. ეს ჯგუფი ისტორიულად განიხილებოდა, როგორც ოჯახი, მაგრამ თანამედროვე კლასიფიკაცია ქვეოჯახად მიიჩნევს და ბორების საერთო ოჯახში აერთიანებს.[2] ცნობილია ორი გვარი, რომელთა წარმომადგენლები მატლობის სტადიას ძუძუმწოვრების კანში ატარებენ.
ამერიკული კანის ბორასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამერიკული კანის ბორას ერთ-ერთი სახეობის მატლები ციყვის კანში | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cuterebrinae (Brauer, 1887) | |||||||||||||
|
გავრცელებული არიან დასავლეთ ნახევარსფეროში, სულ 80-მდე სახეობაა. Cuterebra-ს გვარის წარმომადგენლები დაკავშირებულები არიან კურდღლისნაირებთან და მღრღნელებთან.[3] მეორე გვარი, Dermatobia კი პრიმატების, მ.შ. ადამიანის პარაზიტია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბორები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.
- ↑ Pape, Thomas (აპრილი, 2001). „Phylogeny of Oestridae (Insecta: Diptera): Phylogeny of Oestridae“. Systematic Entomology (ინგლისური). 26 (2): 133–171. doi:10.1046/j.1365-3113.2001.00143.x. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Фарафонова Г. В. Оводы // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 630.