ამერიკული თეთრი პეპელა
ამერიკული თეთრი პეპელა (ლათ. Hyphantria cunea) — პეპელა მღიერულასებრთა ოჯახისა. აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს, უმთავრესად თუთის ხესა და ხეხილს, მუხლუხი ღრღნის, შემდეგ კი მთლიანად ჭამს ფოთოლს, ხოლო ტოტებზე აბლაბუდას აბამს. ამერიკული თეთრი პეპელა წელიწადში იძლევა ორ თაობას. გავრცელებულია ევროპაში და იმიერკარპატეთის ოლქში. საქართველოში არ გვხვდება.
ამერიკული თეთრი პეპელა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Hyphantria cunea | ||||||||||
|
ბრძოლის ღონისძიებანი
რედაქტირებაკარანტინი. მუხლუხის საწინააღმდეგოდ მცენარეზე ინსექტიციდების ან ინსექტიციდებისა და მიკრობიოლოგიური პრეპარატების ნარევის შესხურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 380.