ამერიკული ბულდოგი
ამერიკული ბულდოგი (ინგლ. American Bulldog) — ძაღლის ჯიში.
წარმოშობის ქვეყანა | აშშ | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
XIX საუკუნეში ევროპიდან აშშ-ში ჩასულ ემიგრანტებს თან თავისი ძაღლები ჩაჰყავდათ. ამერიკული ბულდოგი ამ ძაღლების შთამომავალია. იგი სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა და თავის წინაპარს — ინგლისურ ბულდოგს ჰგავს. არის ძლიერი და დაკუნთული.
ამერიკული ბულდოგის ბეწვი მოკლე, ხშირი, მბზინავია. იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბულდოგის თავის ქალა ოთხკუთხედია, მხრები დაკუნთული და განიერია. ამერიკული ბულდოგი კარგად ეგუება როგორც ცივ, ასევე ცხელ კლიმატს, ძნელად იწვრთნება, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ამერიკული ბულდოგი საიტზე Curlie