ამერიკული ბოცვერი
ამერიკული ბოცვერი (ლათ. Sylvilagus) — ძუძუმწოვრების გვარი კურდღლისებრთა ოჯახისა. გვარის 16 წარმომადგენელი ცხოვრობს ამერიკის კონტინენტზე სამხრეთი კანადიდან დაწყებული ჩრდილოეთ არგენტინამდე დამთავრებული. მათი სხეულის სიგრძე 22-47 სმ აღწევს, წონა 250-2700 გრამს. სახეობების გარკვეული ნაწილი ჭაობებში ცხოვრობს, საშიშროების შემთხვევაში წყალში ყვინთავენ. სხვები ტყეებსა და ბუჩქნარებში ცხოვრობენ.
ამერიკული ბოცვერი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამერიკული ბოცვერი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Sylvilagus (Gray, 1867) | |||||||||||||
|