ამბროსი ნეკრესელი

ამბროსი ნეკრესელი (ერისკაცობაში თავადი ზაქარია მიქაძე; დ. 1728 — გ. 1812) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, პოეტი და კალიგრაფი. ნიკოლაოზის უმცროსი ძმა. ბერად აღიკვეცა 1777 წლის შემდეგ. 1794-1812 წლებში იყო ნეკრესის ეპისკოპოსი. ამბროსი ნეკრესელის დოგმატიკური ქადაგებებს ანტონ კათოლიკოსის სკოლის გავლენა ეტყობა. მისი ქადაგებების მეორე ნაწილი ერის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ ამბებს ეხმაურება, ასახავს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და მრევლს სამშობლოს სამსახურისაკენ მოუწოდებს. ამბროსი ნეკრესელი წერდა აგრეთვე როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის ლექსებს. მაღალი წოდების პირთა დაკვეთებს ასრულებდა. მრავალი სასულიერო წიგნის გარდა გადაუწერია საქართველოს ისტორია (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-756). თავისი დროის ერთი საუკუთესო კალიგრაფთაგანი იყო. წერდა ნუსხურითა და მხედრულით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ყუბანეიშვილი ს., ამბროსი ნეკრესელი, «ლიტერატურული ძიებანი», 1947, ტ. 3,