რეზო ამაშუკელი
ქართველი პოეტი
რევაზ (რეზო) ბიძინას ძე ამაშუკელი (დ. 24 ივნისი, 1936, ქუთაისი — გ. 10 იანვარი, 2022[1]) — ქართველი პოეტი.
რეზო ამაშუკელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1936 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 2022 (85 წლის) |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს კომკავშირის პრემია, ღირსების ორდენი და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.[2] საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2023-10-20.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 350.
- ↑ რევაზ ამაშუკელი — ბიოგრაფიული ლექსიკონი