ამარტოლი
ამარტოლი, ამარტოლოსი (ბერძნ. Amartōlos - "ცოდვილი"), შუა საუკუნეების ბერ-მონაზვნების ზედსახელი. ამ ეპითეტით ცნობილია რამდენიმე მოღვაწე ბიზანტიასა და საქართველოში (IX საუკუნის ისტორიკოსი გიორგი ამარტოლი ბიზანტიაში, XIII საუკუნის მოღვაწე არსენ ამარტოლი საქართველოში).
წყარო
რედაქტირება- ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგნ. 2, ტფ.,1897, გვ. 108
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი ს., ქსე, ტ. 1, გვ. 349, თბ., 1975