ამაოების ბაზარი (რომანი)

(გადამისამართდა გვერდიდან ამაოების ბაზარი (ნოველა))

ამაოების ბაზარიუილიამ თეკერეის რომანი, პირველად გამოქვეყნდა 1847-48 წლებში, დასცინოდა ადრეული XIX საუკუნის ბრიტანულ საზოგადოებას.

უილიამ თაკერეის მიერ დახატული წიგნის გარეყდა; ის თავისი ზიგიერთი წიგნის ილუსტრაციას თავადვე ამზადებდა.

მოკლე მიმოხილვა

რედაქტირება

ნაწარმოები იწყება მოქმედებით პინკერტონის გოგონათა აკადემიაში, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ბეკი (რებეკა) შარპი და ემილია სედლი ამთავრებენ სწავლას და ემზადებიან ემილიას სახლში გასამგზავრებლად, რომელიც არის რასელ-სქვერში. ბეკი აღწერილია როგორც მომხიბლავი, ცბიერი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ გზა გაიკვლიოს საზოგადოებაში, ემილია სედლი კი – გულკეთილი, ახალგაზრდა გოგოა.

რასელ-სქვერში ბეკი შარპს წარუდგენენ კაპიტან ჯორჯ ოსბორნს (რომელიც ემილიაზეა დანიშნული მცირე ასაკიდან) და ემილიას ძმას ჯოზეფ სედლის, მოუქნელ და ტრაბახა, მაგრამ მდიდარ სახელმწიფო მოხელეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიიდან. ბეკი ცდილობს სედლის მოხიბვლას იმ იმედით, რომ მასზე დაქორწინდება, მაგრამ მას იმედი გაუცრუვდება კაპიტან ოსბორნის გაფრთხიების, ჯოზეფის თანდაყოლილი სიმორცხვისა და სულელური სიმთვრალის გამო, რომელიც ბეკიმ იხილა ვოქსჰოლში.

ბეკი ემშვიდობება სედლის ოჯახს და მუშაობას იწყებს უხეშ და თავაშვებულ ბარონეტთან სერ პიტ კროულთან, რომელმაც იგი დაიქირავა თავისი ქალიშვილების აღმზრდელად. ბეკი თავისი საქციელით მოიპოვებს ბარონეტის კეთილგანწყობილებას. სერ პიტ კროული მეორე ცოლის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ ხელს სთხოვს ბეკის, მაგრამ მალე იგი გაიგებს , რომ ბეკი უკვე დაქორწინებულია საიდუმლოდ მის უმცროს ვაჟზე, როდონ კროულზე.

სერ პიტის ნახევარდა, შინაბერა მის კროული ძალიან მდიდარი ქალია, რომელსაც დედისგან მემკვიდრეობით ერგო 70 000 ფაუნდის ღირებულების სიმდიდრე. მისი გამორჩეული მემკვიდრეა როდონ კროული, თუმცა, მას შემდეგ რაც კაპიტანი კროული მოახლეზე იქორწინებს, გაბრაზებული მის კროული გადაწყვეტს მთელი თავისი ქონება უფროს ძმისშვილს პიტ კროულის დაუტოვოს.მიუხედავად როდონ კროულისა და ბეკის დიდი ძალისხმევისა, მის კროული თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

სედლის და ოსბორნების ოჯახები თავდაპირველად ახლო მოკავშირეები იყვნენ. მას შემდეგ რაც ემილიას მამა, ჯონ სედლი, კოტრდება, ორ ოჯახს შორის კავშირი ირღვევა და ჯორჯს ემილიაზე დაქორწინება აეკრძალა. საბოლოოდ, ჯორჯი მაინც გადაწყვეტს ემილიაზე დაქორწინებას (მისი მეგობრის, დობინის ზეგავლენით) მამამისის ნების საწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც იგი მემკვიდრეობას კარგავს. ამასობაში ნაპოლეონის ომებიც გამძვინვარდება. ჯორჯ ოსბორნს და უილიამ დობინს უეცრად გაიწვწვენ ბრიუსელში, მანამდე კი ისინი ბრაიტონში შეხვდებიან ბეკის და კაპიტან კროულის. ახალდაქორწინებულ ჯორჯს ბეზრდება ემილია და უფრო და უფრო მეტად იხიბლება რებეკათი.

ბრიუსელში, წვეულებაზე ჯორჯი რებეკას ჩუმად გადასცემს წერილს, რომელშიც სთავაზობს, რომ მასთან ერთად გაიქცეს. მაგრამ იგი მალევე ნანობს თავის საქციელს და ურიგდება ემილიას, რომელიც ძალზედ გულნატკენია თავისი მეუღლის ყურადღებით რებეკას მიმართ. მომდევნო დილას ჯორჯ ოსბორნი, კაპიტან კროულისთან და დობინთან ერთად მიემგზავრება ვატერლოოში. ბეკი გულგრილად ხვდება ქმრის გამგზავრებას. ემილია აღშფოთებულია ბეკის საქციელით და საყვედურობს მას ჯორჯთან არშიყობისა და კაპიტანი კროულის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო. ბეკი ბრაზდება ამ საყვედურის გამო და მეგობრებს შორის ნაპრალი ჩნდება წლების განმავლობაში. ბეკი არც ომის შედეგითაა შეწუხებული, ნაპოლეონის გამარჯვების შემთხვევაში, იგი გეგმავს, რომ მისი ერთ-ერთი მარშალის ქალბატონი გახდეს. ამ დროის განმავლობაშ, ბეკი დიდ ფასად ყიდის თავის ეტლსა და ცხენებს ომის გამო პანიკაში ჩავარდნილ ხალხზე, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობენ ქალაქიდან გაქცევას.

კაპიტანი კროული გადარჩება, მაგრამ ჯორჯ ოსბორნი იღუპება ბრძოლაში. ემილია საცხოვრებლად ბრუნდება მშობლებთან და უჩნდება ვაჟი, რომელსაც მამის სახელს ჯორჯს დაარქმევენ. ჯორჯის გარდაცვალების შემდეგ, დობინი, რომელიც უმცროსი ჯორჯის ნათლიაა, ცდილობს თავისი ყურადღებითა და გულკეთილობით გამოხატოს სიყვარული ქვრივი ემილიას მიმართ. დობინი ემილიას უბრუნებს პიანინოს, რომელსაც აუქციონზე იძენს სედლის ოჯახის გაკოტრების შემდეგ, თუმცა ემილიას ჰგონია, რომ პიანინო თავისმა ქმარმა დაუბრუნა. ემილიას იმდენად უყვარს თავისი გარდაცვლილი ქმარი, რომ არ შეუძლია სიყვარულით უპასუხოს უილიამ დობინს. დამწუხრებული დობინი დიდი ხნით მიემგზავრება ინდოეთში.

ბეკის ასევე ჰყავს ვაჟი, თუმცა ემილიასგან განსხვავებით იგი ცივი და გულგრილია შვილის მიმართ. ბეკი კვლავ ცდილობს აღზევებას ლონდონის მაღალ საზოგადოებაშ, რაშიც ეხმარება მარკიზი სტაინი, რომელიც მას მფარველობს და მატერიალურად ეხმარება. მის წინსვლას დასასრული არ აქვს მიუხედავად მისი მდაბიო წარმოშობისა. საბოლოოდ მას პრინცი რეგენტის წინაშეც კი წარადგენენ.

როდონ კროული აზარტული თამაშებითაა შეპყრობილი და ამით შოულობს კიდეც ფულს. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ იგი ხშირად ატყუებს კიდეც სხვებს ბანქოს თამაშის დროს.ბეკი უარს არ ამბობს თაყვანისმცემლების მიერ ნაჩუქარ ფულსა და სამკაულებზე, რასაც ნაღდ ფულზე ყიდის. იგი ხშირად სესხულობს ფულს გარეშემყოფთაგან და იშვიათად იხდის გადასახადებს.

როდესაც როდონს დააპატიმრებენ ვალების გამო, ლედი ჯაინი, მისი ძმის ცოლი დაუდგება თავდებად და დაიხსნის მას პატიმრობიდან. ციხიდან დაბრუნებული კაპიტანი აღმოაჩენს, რომ მის ცოლს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მდიდარ და ძლევამოსილ მარკიზ სტაინთან.

მოქმედი გმირები

რედაქტირება
  • ამელია სედლი
  • რებეკა შარპი
  • როდონ კროული
  • სერ პიტ კროული
  • მის მატილდა კროული
  • ჯორჯ ოსბორნი
  • უილიამ დობინი
  • ჯოს სედლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება