ალფრედ კრენერის გამომცემლობა
ალფრედ კრენერის გამომცემლობა (გერმ. Der Alfred Kröner Verlag) — ქალაქ შტუტგარტში მდებარე გერმანული გამომცემლობა, რომელიც საქართველოში ცნობილია უფრო კრიონერის სახელით.
ისტორია
რედაქტირებაალფრედ კრენერის გამომცემლობა შტუტგარტში 1904 წელს დააარსა ალფრედ კრენერმა, ადოლფ ფონ კრენერის ვაჟმა. 1907 წელს გამომცემლობა გადავიდა ლაიფციგში. 1922 წელს გამომცემლობის დირექტორი ვილჰელმ კლემი (Wilhelm Klemm) გახდა. ნაციონალ-სოციალიზმის წლებში, 1937 წელს ვილჰელმ კლემს აეკრძალა პროფესიული საქმიანობა. გამომცემლობა ისევ მშობლიურ შტუტგარტს დაუბრუნდა. 1950 წელს გამომცემლობის სადავეებთან მოდიან არნო კლემი (Arno Klemm) და ვალტერ კორსი (Walter Kohrs). 1950-იან წლებიდან მოყოლებული 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე ლიტერატურის ისტორიკოსი გერო ფონ ვილპერტი (Gero von Wilpert) იყო კრენერის საგამომცემლო სახლის უფროსი ლექტორი. 1989 წელს კი გამომცემლობის ხელმძღვანელთა შორის იმა კლემიცაა (Imma Klemm); 2004 წელს გამომცემლობას სათავეში ჩაუდგნენ ელკე ლინზენმაიერი (Elke Linsenmayer) და ალფრედ კლემი (Alfred Klemm).
პროგრამა
რედაქტირებაგამომცემლობის პროგრამა მოიცავს წიგნები 500 სათაურს. განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს ავტორების შემოქმედების საერთო გამოცემა, ცნობარები და კლასიკოსები. გამომცემლობის ავტორებად მიჩნევიან, სხვა მრავალთა შორის, ვილჰელმ ვუნდტი (Wilhelm Wundt), დავიდ ფრიდრიც შტრაუსი (David Friedrich Strauß), ემილ დურკჰაიმი (Émile Durkheim), ფრიდრიც ნიცშე (Friedrich Nietzsche) (იხ. ნიცშეს გამოცემა), კარლ ჰაინემანი (Karl Heinemann), ერნსტ ჰეკელი (Ernst Haeckel), კარლ მარქსი (Karl Marx), ფრანკო ვოლპი (Franco Volpi), გერო ფონ ფილპერტი (Gero von Wilpert), ჰადუმოდ ბუსმანი (Hadumod Bußmann) და ფრიც მარტინი (Fritz Martini).
ლიტერატურა
რედაქტირება- Dagmar Olzog, Johannes Hacker (გამომც.): Dokumentation deutschsprachiger Verlage. 14. Ausgabe, verlag moderne industrie, Landsberg am Lech 2001, ISBN 3-478-38764-7, გვ. 179.