ალფრედ ლუის კრებერი (დ. 11 ივლისი, 1876, ჰაბოკენი, ნიუ-ჯერსი ― გ. 5 ოქტომბერი, 1960, პარიზი) — XX საუკუნის ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ალფრედ კრებერი
ინგლ. Alfred Louis Kroeber

ალფრედ კრებერი იშისთან, იაჰის ტომის უკანასკნელ წარმომადგენელთან, 1911 წელი
დაბ. თარიღი 11 ივნისი, 1876(1876-06-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ჰობოკენი[2]
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1960(1960-10-05)[8] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (84 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[8] [2]
დასაფლავებულია Sunset View Cemetery[9]
მოქალაქეობა აშშ[2] [10]
საქმიანობა ანთროპოლოგი[2] , არქეოლოგი, სოციოლოგი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი[2]
მეუღლე თეოდორა კრებერი
შვილ(ებ)ი ურსულა კრებერ ლე გუინი და კარლ კრებერი
ჯილდოები მესენჯერის ლექცია[11] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[12] და Viking Fund Medal[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრებერი დაიბადა ჰაბოკენში, ნიუ-ჯერსის შტატში.[14] 1901 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფრანც ბოასის ხელმძღვანელობით მიიღო მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომი არაპაჰოს ტომის საველე კვლევით ექსპედიციის შედეგებს ეყრდნობოდა. კრებერმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტში გაატარა.

მისი სახელი უკავშირდება არა მარტო კულტურული ანთროპოლოგიის ამერიკული სკოლის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ექსპედიციებსაც (სამხრეთ ამერიკაში). კრებერმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინტერდისციპლინური მეთოდიკის დანერგვაში, დარგთაშორისი ბარიერების დაძლევაში, არქეოლოგიის კულტურის კვლევებთან დაკავშირებაში. მას ეკუთვნის კულტურული გარემოს და კულტურის კონფიგურაციის კონცეფციის შემუშავება (ინგლ. Cultural and Natural Areas of Native North America, 1939).

კრებერის სახელმძღვანელო „ანთროპოლოგია“ (1923, 1948) წლების განმავლობაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა აღნიშნულ დარგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americanaEditorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1977-1978. — P. 143. — ISBN 978-84-239-4500-9
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Крёбер Алфред Луис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Find a Grave — 1996.
  10. LIBRISNational Library of Sweden, 2006.
  11. Style and Civilizations — გვ. 183.
  12. ვებ-გვერდიხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია.
  13. Viking Fund Medal and Award / M. AldenderferUniversity of Chicago Press, 1959. — ISSN 0011-3204; 1537-5382doi:10.1086/201357
  14. Staff. "Dr. Kroeber Dies; Anthropologist; Authority on Indians Taught at California 45 Years—Wrote Standard Text", The New York Times, 6 ოქტომბერი, 1960. Accessed თებერვალი, 6, 2013. "A native of Hoboken, N. J., Dr. Kroeber was graduated from Columbia in 1896."