ალუდა ღუდუშაური (დ. 26 ოქტომბერი, 1979) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან.

ალუდა ღუდუშაური
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1979 (1979-10-26) (45 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

2001-2003 წლებში შსს საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი. 2003-2004 წლებში იყო შსს საქმეთა მმართველობას დაქვემდებარებული საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილების ინსპექტორი-ფელდეგერი. 2004 წელს – ყაზბეგის შს რაიოგანყოფილების უფროსის მოადგილე ადმინისტრაციულო პოლიციის ხაზით. 2006-2020 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი. 2011 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. 2014-2020 წლებში იყო შპს „კიკი“-ს იურისტი. ამავე წლებში იკავებდა შპს „ჯეო კონსალტინგი“-ს დირექტორის თანამდებობას.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება