ალრუნები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ალრუნები — გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიაში მდედრობითი სქესის ალქაჯები ან დემონები, რომელთაც შეეძლოთ შეეცვალათ თავიანთი იერი. მათ თვლიან „ჰუნების“ დედებად. ზოგიერთ სოფლებში მათ თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე გამოსახავდნენ მცირე ზომის ქანდაკებების სახით, რომელთაც სახლში ინახავდნენ. მათ ტანსაცმლით მოსავდნენ და სწირავდნენ საჭმელს და სასმელს. არსებობს რწმენა იმის შესახებ, რომ ალრუნებს შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება კითხვებზე თავის მოძრაობით. ამბობენ, რომ თუ ქანდაკებების მიმართ წყვეტენ ყურადღების მიქცევასა და პატივისცემას, ისინი იწყებენ ტირილს, რასაც ოჯახში დიდი უბედურებები მოაქვს.