ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები
პრეისტორიული ნამოსახლარები ალპებში — ოჩფეხებზე შემდგარი საცხოვრებლების სერია ალპებში, რომლებიც ძვ. წ. 5000 — 500 წლებში აშენდა ტბების, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე. სულ არსებული 111 ძეგლი, რომლებიც მიმოფანტულია ავსტრიაში (5 ძეგლი), საფრანგეთში (11), გერმანიაში (18), იტალიაში (19), სლოვენიასა (2) და შვეიცარიაში (56) 2011 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[1]
ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრია საფრანგეთი გერმანია იტალია სლოვენია შვეიცარია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1363 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1363 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გათხრების შედეგად, რაც მხოლოდ რამდენიმე ძეგლზე ჩატარდა, აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელებიც ადასტურებენ ალპური ევროპის დასახლებულობას ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდებში და ურთიერთქმედებას მათს გარემოსთან. როგორც იუნესკო აღნიშნავს, დასახლებები უნიკალური და განსაკუთრებული, საუკეთესოდ შემონახული კულტურული და მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებია, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს რეგიონის ადრეული აგრარული საზოგადოებების შესწავლისას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება