ალპებისა და დუნაის რაიხსგაუ

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალპებისა და დუნაის რაიხსგაუ (გერმ. Alpen- und Donau-Reichsgaue), აღმოსავლეთ მარკის რაიხსგაუ (გერმ. Reichsgaue der Ostmark) — იმ რაიხსგაუების საერთო სახელწოდება, რომლებიც შეიქმნა ავსტრიის ტერიტორიაზე მესამე რაიხის მიერ.

ავსტრიის მესამე რაიხთან მიერთება

რედაქტირება

ავსტრია მიუერთდა გერმანიის იმპერიას მიწის ხარისხში. 1938 წლის 13 მარტსა და 1938 წლის 14 ოქტომბერს სახელი შეეცვალა ისტორიულ სახელმწიფოს, აღმოსავლეთ მარკს (ოსტმარკი, გერმ. Ostmark). ეს ასუსტებდა ავსტრიელთა ეროვნულ თვითშეგნებას ერთიან გერმანელ ერთა ჩარჩოში. ჩეხოსლოვაკიის საბოლოო დაყოფის შემდეგ, 1938 წელს, მიუნხენის ხელშეკრულების თანახმად, ზემო და ქვემო ავსტრიის ნაწილები მიუერთდნენ ბოჰემიის სასაზღვრო ოლქს და სახმრეთ მორავიას.

ადმინისტრაციული რეფორმები

რედაქტირება
 
ავსტრიის თანამედროვე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა
 
ალპებისა და დუნაის რაიხსგაუ 1941 წელს

1938 წლის 1 ოქტომბრის კანონით (ძალაში შევიდა 15 ოქტომბერს) ავსტრიის ტერიტორიაზე გატარდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმა, რომელმაც შედეგად მოგვცა რამდენიმე ადმინისტრაციული ცვლილება:

ვენის ტერიტორია გაფართოვდა ქვემო ავსტრიის რაიონების მიერთებით. ამის შემდეგ ვენა გახდა უდიდესი ფართობის მიხედვით და მეორე დიდი ბერლინის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობით გერმანიის იმპერიაში.

ავსტრიის ბოლო ადმინისტრაციული ცვლილებები გამოწვეული იყო მიწების გაუქმებით. აღმოსავლეთ მარკის მართვის კანონით (გერმ. Gesetz über den Aufbau der Verwaltung in der Ostmark) 1939 წლის 14 აპრილიდან ვენის ტერიტორიაზე არსებობდა შვიდი რაიხსგაუ:

  1. რაიხსგაუ ვენა — მიწა ვენის ტერიტორიაზე, ცენტრი — ვენა.
  2. რაიხსგაუ კარინთია — მიწა კარინთიას ტერიტორიაზე, ცენტრი — ქლაგენფურტი.
  3. რაიხსგაუ ქვემო დუნაი — მიწა ქვემო ავსტრიის ტერიტორიაზე, ცენტრი — დუნაის კრემსი.
  4. რაიხსგაუ ზემო დუნაი — მიწა ზემო ავსტრიის ტერიტორიაზე, ცენტრი — ლინცი.
  5. რაიხსგაუ ზალცბურგი — მიწა ზალცბურგის ტერიტორიაზე, ცენტრი — ზალცბურგი.
  6. რაიხსგაუ შტირია — მიწა შტირიის ტერიტორიაზე, ცენტრი — გრაცი.
  7. რაიხსგაუ ტიროლი — მიწა ტიროლის ტერიტორიაზე, ცენტრი — ინსბრუკი.

მიწა ფორალბერგის ტერიტორია წარმოადგენდა თვითმმართველ ადმინისტრაციულ მხარეს, რომელიც, ერთიმხრივ, «შემდეგ მითითებებამდე» ექვემდებარებოდა რაიხსგაუ ტიროლს.