ალმანახი „ჯავახიანი“

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალმანახი „ჯავახიანი“ ივანე ჯავახიშვილის ცენტრის პერიოდული ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. ალმანახის I ტომი „საქართველოს საზღვრების პრობლემას XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი“ ეძღვნება საქართველოს საზღვრების პრობლემას. იგი 3-ნაწილიანია. ყველა ნაწილს თან ერთვის ბიბლიოგრაფია, გეოგრაფიული და პირთა საძიებლები. ალმანახში გამოქვეყნებულ ნაშრომებში და უცვლელად არის დატოვებული ავტორისეული ტექსტების სტილს. ასევე შენარჩუნებულია ერთსა და იმავე ნაშრომში ერთი და იგივე სიტყვის განსხვავებულ ფორმებიც. ტექსტში ჩარევა მოხდა მინიმლაურად – კორექტურული შეცდომების გასწორების მიზნით.


სარედაქციო კოლეგია:

დავით სართანია (მთავარი რედაქტორი)

ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი


ტომის რედაქტორები: დალი ნიკოლაიშვილი - თსუ გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეროვნული წარმომადგნელი; ავთანდილ უჯმაჯურიძე- ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრი.

ტომი I-ის სტრუქტურა და შინაარსი

რედაქტირება
 

I ნაწილი იწყება იმ ამოცანების განხილვით, რომელიც მიზნად დაისახა ივანე ჯავახიშვილის ცენტრმა. ამასთან აქ წარმოდგენილია კვლევები, სადაც გაანალიზებულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს საზღვრების ფორმირების საკითხი და მასში ივანე ჯავახიშვილის წვლილი. აქ თავმოყრილია კვლევები, სადაც სხვადასხვა კუთხითაა შეფასებული მეცნიერის ხედვა საქართველოს საზღვრების ფორმირებასთან მიმართებაში, გაანალიზებულია ის რეალობა, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების ისტორიული ტრანსფორმაციები და თანამედროვე სახით მისი ჩამოყალიბება. აქვე დანართის სახით, მოცემულია ამავე საკითხებზე 1990-იან წლებში და მის შემდგომ გამოქვეყნებული ნაშრომები.


I ნაწილში ჩართულია შემდეგი ნაშრომები:

  • კობა ხარაძე. გეოგრაფიული კვლევის ასპექტები ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებაში. გვ. 25;
  • ოთარ ჯანელიძე. ივანე ჯავახიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ისტორიიდან 1918-1921 წლებში. გვ. 34;
  • დალი ნიკოლაიშვილი, დავით სართანია. საქართველო „მჭიდროდ შემოფარგლულ სამზღვრებში“ – ივანე ჯავახიშვილისეული ხედვა. გვ. 49;
  • ავთანდილ უჯმაჯურიძე, გია ჩხიკვიშვილი, რევაზ თოლორდავა. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ წყაროების რეტროსპექტული ანალიზი. გვ. 95;
  • რევაზ თოლორდავა, დალი ნიკოლაიშვილი. ძველი ტოპოგრაფიული რუკები („ვერსტოვკები“) – საქართველოს ტერიტორიის გამიჯვნისათვის გამოყენებული ძირითადი კარტოგრაფიული წყარო. გვ. 103;
  • ენდრიუ ანდერსენი. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრები 1920-1921 წლებში. დ. ნიკოლაიშვილისა და ა. უჯმაჯურიძის თარგმანი. გვ. 125;
  • ვახტანგ გურული, ავთანდილ არაბული. ივანე ჯავახიშვილი საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებისა და სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ. გვ. 149;
  • მანანა კვეტენაძე. სახელმწიფო საზღვრების აღწერა 1922 წლის „საქართველოს რესპუბლიკის რუკის“ მიხედვით. გვ. 159;
  • დარეჯან კირთაძე. ზოგიერთი ტოპონიმის ლოკალიზაციისა და ეტიმოლოგიისათვის ივ. ჯავახიშვილის მონოგრაფიის („საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“) მიხედვით. გვ. 171;
  • ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კარტოგრაფიული და სამართლებრივი კვლევის საკითხისათვის. გვ. 178;
  • ზვიად თურმანიძე, მარიამ ციცაგი. სახელმწიფო საზღვარი სოფ. ერისიმედიდან – საქართველოს უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე. გვ. 185.

I ნაწილის დამატება

  • ედიშერ ხოშტარია-ბროსე, ავთანდილ მენთეშაშვილი – საქართველოს საზღვრები. ივანე ჯავახიშვილის წიგნის - „საქართველოს საზღვრები, ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ (რეპრინტი: ტფილისი, 1919 წ“ – შექმნის პირობები და მნიშვნელობა). // მნათობი. თბ., 1999. 5-6. გვ. 203;
  • დურმიშხან ცინცაძე. საქართველოს საზღვრები. // გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 3 ივლისი, 1990, # 74, გვ. 213;
  • მიხეილ სვანიძე. „ერთი რუკის გამო.“ // გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 6 ივნისი, 1992, # 98 (377). გვ. 215;
  • დურმიშხან ცინცაძე. საქართველოს საზღვრები. // გაზეთი: „ლიტერატურული საქართველო“, 17 ივლისი, 1992 წელი; დურმიშხან ცინცაძე. ეს ჩვენი ისტორიაა. თბ., 2013, გვ. 218, რეპრინტი (ფრაგმენტი);
  • დურმიშხან ცინცაძე. ივანე ჯავახიშვილის „საქართველოს საზღვრების“ გამოცემის გამო. გამოცემა მოამზადა, რედაქცია გაუკეთა და ბოლოსიტყვა დაურთო დურმიშხან ცინცაძემ. თბ., 1996 გვ. 220;
  • დურმიშხან ცინცაძე. საქართველოს საზღვრების დარაჯი. ივანე ჯავახიშვილის დაბადების 130 წლისთავისათვის. // გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 5 აპრილი, 2006 წ., # 67 (5405), გვ. 223;
  • დურმიშხან ცინცაძე. კიდევ ერთხელ ივანე ჯავახიშვილის წიგნის „საქართველოს საზღვრების“ შესახებ (სიმართლე კი ასეთია). // გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 28 ნოემბერი, 2009 წ., # 240 (6340), გვ. 226;
  • კობა ხარაძე. ივანე ჯავახიშვილის რუკა. // წყარო: ჟურნალი „ციცინათელა“, 1997, # 18. გვ. 229;
  • მალხაზ მაცაბერიძე. ივანე ჯავახიშვილის „მოხსენება თანამედროვე მომენტზე“, 1919 * წლის 17-18 აპრილი. გვ. 230;
  • მალხაზ მაცაბერიძე. ივანე ჯავახიშვილის ორი ლექცია საქართველოს სამხრეთი საზღვრის შესახებ (1918 წლის 18 და 22 დეკემბერი). გვ. 235;
  • ვილენ მარდალეიშვილი. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!.. // გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2 ნოემბერი, 1996 წ., # 221 (2332), გვ. 245.


II ნაწილი

II ნაწილი ივანე ჯავახიშვილის ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი გამოცემაა. მოცემული ნაშრომების ერთი ნაწილი საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესების რეტროსპექტივაა, შექმნილი ამ მოვლენათა მომსწრეთა და მონაწილეთა მიერ 1917­1921 წლებში ან მის ახლო ხანებში. ისინი ასახავენ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამ მიზნით შეირჩა ყველაზე თვალსაჩინო ნაშრომები (ს. კაკაბაძე, გ. გვაზავა, ზ. ავალიშვილი), რომლებიც მოკლედ აღნუსხავენ იმ პერიოდის სურათს. ზოგიერთ მათგანი მოცემულია მთლიანად, ზოგიერთი კი – ფრაგმენტების სახით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმდროინდელ (1917­1921 წლების) პრესაში დაბეჭდილ მასალებს. ეს ცნობები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია: საქართველოს ტერიტორიის საზღვრების დადგენა და ცალკეული პოლიტიკური პარტიების ან საზოგადო მოღვაწეთა თვალსაზრისი ამ თემაზე, საზღვრების დამდგენი კომისიების მუშაობა, ინფორმაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციისა და საქართველოს დელეგატთა მგზავრობა-შეხვედრების თაობაზე, საზღვრების თემატიკაზე წაკითხული ლექციები, სასაზღვრო ზოლის დემოგრაფიული ვითარება და სხვ. ამით შევეცადეთ შეძლებისდაგვარად სრულყოფილად წარმოგვედგინა ის პუბლიკაციები, რომლებშიც ჩვენი ქვეყნის საზღვრების ისტორიული ცვლილებების გამაპირობებელი პროცესებია განხილული. აქ ჩართულია როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე (რუსული, ფრანგული, ინგლისური) გამოცემული საგაზეთო პუბლიკაციები. პერიოდული გამოცემები დალაგებულია ქრონოლოგიურად, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ ქვეყანაში და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ისე, როგორც ის რეალურ დროში მიმდინარეობდა.


II ნაწილში ჩართულია შემდეგი ნაშრომები:

  • თანამედროვეთა თვალით დანახული საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესის რეტროსპექტივა (1917-1921 წლები), გვ 22;
  • სარგის კაკაბაძე. საქართველოს მოკლე ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა წყარო: გამოცემა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირისა # 24. ტფილისი, 1920 წ. გვ. 212-225 (ფრაგმენტები), გვ. 22;
  • გიორგი გვაზავა, საქართველოს ავტონომია. წყარო: გაზეთი „საქართველო“, 1917წ., 16 აპრილი, N 82, გვ2; 18 აპრილი, N 83 გვ.2; 20 აპრილი, N 84, გვ2; 23 აპრილი, N87, გვ. 2; 25 აპრილი N88, გვ. 2-3, გვ. 31;
  • გიორგი გვაზავა. საქართველოს ავტონომია. წყარო: გაზეთი „საქართველო“, 1917 წ., 5 (17) მიკათათვე (ივლისი), N 144, გვ. 2; 6; (18) მკათათვე (ივლისი), N 145, გვ 2, გვ. 41;
  • ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში: მოგონებანი, ნარკვევები. პარიზი, 1924. თარგმანი ნ. ლორთქიფანიძისა, შალვა ელიავას წინასიტყვაობით. ტფილისი:ზაკკნიგა, 1925 (ფრაგმენტები), გვ. 45;
  • საუბარი კარლო ჩხეიძესთან. 1920 წელი;

აგრეთვე სტატიები პერიოდულ გამოცემებში:

  • საქართველოს საზღვრების ირგვლივ ქართულ პერიოდიკაში (1917-1921 წლები);
  • უცხოენოვანი საგაზეთო პუბლიკაციები (ორიგინალები და თარგმანები), 1919 წელი.

III ნაწილი

ალმანახაის პრეზენტაცია ივანე-ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სოფ. ხოვლეში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ალმანახი „ჯავახიანი“ #1 (2018 წელი)

ალმანახი „ჯავახიანი“ #2 (2019 წელი)

ალმანახი „ჯავახიანი“ #3 (2020 წელი)