ალი ქარიმი
ალი ქარიმი (ალი ფაშა ოღლუ ქარიმოვი; აზერ. Əli Paşa oğlu Kərimov; 18 მარტი, 1931, გოიჩაი — გ. 29 ივნისი, 1969, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოეტი და თარჯიმანი.
ალი ქარიმი აზერ. Əli Kərim | |
---|---|
სრული სახელი | ალი ფაშა ოღლუ ქარიმოვი აზერ. Əli Paşa oğlu Kərimov |
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1931 |
დაბადების ადგილი | გოქჩაი, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი,1969 |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
საქმიანობა | პოეტი, თარჯიმანი |
ენა | აზერბაიჯანული ენა და რუსული ენა |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
მეუღლე | ელზა ქარიმოვა |
შვილ(ებ)ი | 3 ვაჟი - ფაშა, აზერი და ორხანი |
საიტი | eli-kerim.net |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალი ქარიმი დაიბადა 1931 წლის 18 მარტს აზერბაიჯანის ქალაქ გოქჩაიში. მამამისი ფაშა მუშაობდა მუშად. 1948 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, თუმცა გადასვლა მოუწია, რადგან უნივერსიტეტს არ გააჩნდა სტუდენტური საცხოვრებელი. განათლება გააგრძელა თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. ბაქოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „აზერბაიჯანის“ რედაქციაში და გახდა პოეზიის განყოფილების ხელმძღვანელი.
მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1948 წელს, როდესაც მისი ლექსი „ახალი მასწავლებელი“ გამოქვეყნდა გაზეთ „აზერბაიჯანის პიონერში“. 1954 წელს გახდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. 1957 წელს ქარიმოვის ლექსმა „პირველი სიმფონია“ მიიღო ჯილდო მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტების VI მსოფლიო ფესტივალზე. მისი პირველი წიგნი „ორი შეყვარებული“ 1958 წელს მოსკოვში რუსულად გამოიცა.
ქარიმი აზერბაიჯანელ თანამედროვე პოეტებთან და მწერალთან ერთად ითვლებოდა „ნიჭიერ, პოზიტიური ხედვის მქონე ახალგაზრდა მწერლად“.
მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი მისი ნამუშევარი გამოიცა. იგი გარდაიცვალა ბაქოში 1969 წლის 29 ივნისს და დაკრძალეს გოქჩაის მისივე სახელობის პარკში. სუმგაითში ალი ქარიმის სახელობის პოეზიის კლუბია. ბაქოში, საბირაბადსა და გოქჩაიში არის ქუჩები, რომელიც ასევე მის სახელს ატარებს. აზერბაიჯანის მწერალთა კავშირი ყოველწლიურად გასცემს ალი ქერიმის ჯილდოს - 2000 აზერბაიჯანულ მანათს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებისთვის.
ოჯახი
რედაქტირებაალი ქარიმის ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟი. მისი უფროსი ვაჟი ფაშა ქარიმოვი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერია. მისი შუათანა ვაჟი, აზერ ქარიმოვი ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი და ფიზიკურ-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორია. მისი უმცროსი, ორხან ქარიმოვი, ცნობილი ეკონომისტი იყო აზერბაიჯანში, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 20 ივლისს. მისმა მეუღლემ, ელზა ქარიმოვამ და ვაჟებმა გამოაქვეყნეს მრავალი წიგნი, სტატია და თარგმანი ალი ქარიმის შემოქმედების შესახებ.