ალი ტაგი-ზადე (დ. 1889, ტფილისი — გ. 1966, ბაქო) — აზერბაიჯანელი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1903 წელს მონაწილეობდა თბილისის მუშათა გამოსვლებში. 1906 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. მონაწილეობდა ორგანიზაცია ჰუმეთის ჩამოყალიბებაში. 1908 წელს დააპატიმრეს. 1918-1920 წლებში ორჯერ იყო დაპატიმრებული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს კომპარტის თბილისის რაიკომის მესამე მდივნად, ბორჩალოს მაზრის კომიტეტის მდივნად, იყო სომხეთის სსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის სახეალხო კომისარი, აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

ლიტერატურა

რედაქტირება