ალი ბეგ ჰუსეინზადე

ალი ბეგ ჰუსეინ ოღლი ჰუსეინზადე (აზერ. Hüseynzadə Əli bəy Hüseyn oğlu; დ. 7 მარტი, 1864 — გ. 17 მარტი, 1940) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მხატვარი და ექიმი.

ალი ბეგ ჰუსეინზადე
დაბადების თარიღი 7 მარტი 1864
სალიანი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 მარტი 1940 (76 წელი)
სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
ოსმალეთის იმპერია
თურქეთი
პროფესია პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მხატვარი, ექიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალი ბეგ ჰუსეინზადე დაიბადა რელიგიური მოღვაწეების ოჯახში 1864 წლის 7 მარტს სალიანში. მისი პაპა ახუნდ აჰმედ სალიანი 32 წლის მანძილზე იყო კავკასიის შეიჰ ულ-ისლამი. ალი ბეგმა პირველადი განათლება მიიღო ტიფლისის მუსლიმთა სკოლაში, შემდეგ ტიფლისის გიმნაზიაში. 1885 წელს ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ სტამბოლში გაემგზავრა, სადაც ჩააბარა სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სამხედრო განათლების დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა სამხედრო ექიმად ოსმალეთის ჯარში, ხოლო შემდგომ სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწედ. იგი არის პარტია „იტიჰად ვე თერეგი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.[1]

ფოტო გალერეა

რედაქტირება
  1. Сеидзаде Д. Б. Из истории азербайджанской буржуазии в начале XX века. — Баку, 1978, с. 43