ალისა (მოდილიანი)
„ალისა“ (იტალ. Alice) — იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ნახატი, შესრულებული 1915 წელს. „ალისა“ — მჯდომარე გოგონას პორტრეტია, რომელსაც აცვია ლურჯი საკვირაო ტანისამოსი, მკერდზე არსებული ოქროს ჯვრით. იგი პირდაპირ უყურებს მაყურებელს თავისი დიდი ნუშისებრი თვალებით. მუქი თმები ენარცხება ტანისამოსს. გოგონას სახე სტილიზებულია აფრიკული ნიღბის ქვეშ. ფერითი თვალსაზრისით ტილო მარტივია. ფერითი გამა მერყეობს ლურჯი ფერის ნიუანსებიდან ტერაკოტამდე. გოგონას თავის ფორმა კვერცისმაგვარია, ხოლო კისერი — ცილინდრული. 1928 წელს სურათი აჩუქეს დანიის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დღემდე ინახება. ინვენტარის ნომერია KMSr145.
ალისა | |
---|---|
Alice | |
ავტორი | ამედეო მოდილიანი |
წელი | 1915 |
კატალოგი | 69 |
ტიპი | ზეთით ფერწერა |
სიმაღლე | 78 |
სიგანე | 39 |
ქალაქი | კოპენჰაგენი |
მუზეუმი | დანიის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალისა (მოდილიანი) დაარქივებული 2015-05-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)