ალინ ბროშ მაკ-კენა (ინგლ. Aline Brosh McKenna; დ. 2 აგვისტო, 1967) — ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი.

ალინ ბროშ მაკ-კენა
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1967(1967-08-02)[1] [2] [3] (57 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-ჯერსი
საქმიანობა სცენარისტი[4] , showrunner და კინორეჟისორი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[5] , ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და Saddle River Day School
Magnum opus ეშმაკი ატარებს პრადას და 27 Dresses

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალინ ბროშ მაკ-კენა დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო მუშაობა სხვადასხვა გამომცემლობებში შტატგარეშე მწერლად.[6] მისი პირველი ნამუშევარი იყო 1999 წლის ფილმი Three to Tango, რომელშიც ის სცენარის თანაავტორობით მოგვევლინა, რის შემდეგაც მან მუშაობა დაიწყო რობერტ ჰარლინგთან ერთად ფილმზე Laws of attraction (2004). ალინ ბროშ მაკ-კენას კარიერაში გარდატეხა მოხდა 2006 წელს ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“ გამოსვლით, რომელმაც მიიღო BAFTA და აშშ სცენარისთა გილდიის ნომინაციები საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის[7][8]. მას შემდეგ მან დაწერა სცენარები ფილმებისთვის „27 ქორწილი“ (2008), „Morning Glory“ (2010), „არ ვიცი, როგორ აკეთებს ამას“ (2011), „ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი“ (2011) და „ენი“ (2014).

2015 წელს ალინ ბროშ მაკ-კენამ ტელევიზიაშიც სცადა ბედი: The CW-ისთვის შექმნა სერიალი შეშლილი ყოფილი (Crazy Ex-Girlfriend).[9]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. BD Gest'
  3. Babelio — 2007.
  4. HOLLISHarvard University.
  5. Aline Brosh McKenna '89Harvardwood, 2006.
  6. Vicki Salemi. (13 დეკემბერი, 2010) Glorifying Jersey. New Jersey Monthly. ციტირების თარიღი: 2015-05-24.
  7. Susan Dominus. (25 აგვისტო, 2011) If Cinderella Had a BlackBerry.... The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-05-24.
  8. Aline Brosh McKenna Awards. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2015-05-24.
  9. Nellie Andreeva. (14 мая 2015) ‘Crazy Ex-Girlfriend': How Did Racy Showtime Comedy Land At CW, What Will Be Changed, Who Is Leaving The Cast?. Deadline.com. ციტირების თარიღი: 2015-05-24.