ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი (ინგლ. We bought a Zoo) — ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია კამერონ ქროუ. დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და გადაღებულია ბენჯამინ მის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმის დისტრიბუტორია 20th Century Fox.[4] პრემიერა შედგა 2011 წელს 23 დეკემბერს აშშ-ში.[1] მთავარ როლებს ასრულებენ მეტ დეიმონი და სკარლეტ იოჰანსონი.

ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი
რეჟისორი კამერონ ქროუ
პროდიუსერი
  • ჯული იორნი
  • მარკ გორდონი
  • კამერონ ქროუ
სცენარის ავტორი
ეფუძნება ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი
— ბენჯამინ მი
როლებში
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი დეკემბერი 23, 2011 (2011-12-23)[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 120.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

სიუჟეტირედაქტირება

ორი შვილის მამა ბენჯამინ მი ცხოვრების რთული პერიოდის შემდეგ გადაწყვეტს იყიდოს ახალი სახლი. რამდენიმე ვარიანტის ნახვის შემდეგ, არჩევანს შეაჩერებს ერთ-ერთზე. თუმცა ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეს იქნება ნაბიჯი დიდი თავგადასავლისკენ. აღმოჩნდება, რომ ეს სახლი არის ზოოპარკი. ბენჯამინი გადაწყვეტს გარდაქმნას და განაახლოს ის, რათა ყველა მსურველს შეეძლოს ზოოპარკის მონახულება. მას ამაში დაეხმარება მისი ოჯახი და ახალი მეგობრები. მათ წინ დიდი გამოწვევები დგას.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Kit, Borys. (2010-05-17) Cameron Crowe to direct 'Zoo'. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 2011-09-27.
  2. Masters, Kim. (2011-11-22) Cameron Crowe Returns With 'We Bought a Zoo'. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 2001-11-28.
  3. We Bought a Zoo. Box Office Mojo (2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-05.
  4. Rich, Katey. (2010-05-17) Cameron Crowe Commits To We Bought A Zoo For Late 2011 Release. Cinema Blend. წაკითხვის თარიღი: 2010-10-29.