ალიმ აზამათ-ოღლუ აიდამაკი
ალიმ აზამატ-ოღლუ აიდამაკი ( ყირიმ. Alim Azamat oğlu ; დ. 1816, კოპირლიკოი, სალინის ვოლოსტი, ფეოდოსიის მაზრა, ტაურიდის გუბრნია, რუსეთის იმპერია ) — ყირიმელი თათარი სახალხო გმირი. ლიტერატურაში ცნობილია კეთილშობილი ყაჩაღის სახელით, რომელიც თავისი ნაძარცვს ღარიბებს ურიგებდა.[1]
ალიმ აზამათ-ოღლუ აიდამაკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1816 კოპირლიკოი, სალინის ვოლოსტი, ფეოდოსიის მაზრა, ტაურიდის გუბრნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1849 წლის შემდეგ |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფირალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1816 წელს სოფელ კოპირლიკოიში, გლეხის ოჯახში. ცხოვრობდა ქალაქ კარასუბაზარში.
ალიმის პიროვნებამ რომანტიკული ელფერი შეიძინა, ხოლო მის ბიოგრაფია მუდმივად ლეგენდებით იყო გარემოცული. ლიტერატურაში კეთილშობილი ყაჩაღის რეპუტაცია ჰქონდა, რომელიც ნაძარცვს ღარიბებს აძლევდა. ყირიმის სახელმწიფო არქივში ინახება პოლიციის მიერ შეგროვებული 127 ფურცელი. მასში შედის სასამართლო საჩივრები, მოხსენებები, შუამდგომლობები ალიმის დაჭერის შესახებ, ტაურიდის გუბერნატორ ვლადიმერ პესტელის სახელზე.
1847 წელს მხატვარმა ლეონი ლელორეინმა ალიმის შავ-თეთრი პორტრეტი დახატა. ამჟამად ნახატი ინახება ფეოდოსიის ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმში.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით ალიმ აზამათ-ოღლუ აიდამაკის გარდაცვალების თარიღად დასახელებულია 1849 წელი.[2]
კულტურაში
რედაქტირებაალიმ აიდამაკის ცხოვრებას მიუძღვნეს არაერთი ხელოვნების ნიმუში, რომელთა შორისაა: ნ.ა. პოპოვის რომანი „ალიმი— ყირიმელი ყაჩაღი“ (1895), ალექსეი კოზლოვის პიესა „ალიმი ყირიმელი ყაჩაღი" (1897), ვლადიმერ კარპოვ-კრიმსკის პიესა „თათარი ჯიგიტი ალიმ აზამატ-ოღლუ“ (1910 წ.), მიხაილ შევლიაკოვის ნაწარმოები „ყირიმის სიამაყე - ყაჩაღი ალიმი“ (1912 წ.), სპირიდონ კაჩიონის მოთხრობა „ყაჩაღი სვატი“ (1914 წ.), უმერ იფჩის პიესა „ ალიმი“ (1925 წ.), თეოდოსიუს ფერენც-სოკოლოვსკის (1928 წ.) ლექსი „ექოს ველი: ყირიმის ლეგენდა,“ იუსუფ ბოლატის რომანები „ალიმი“ და „ცხენზე ამხედრებული ალიმი“ (1940 და 1980 წწ.), რიზა ფაზილის რომანი „ალიმი - ყირიმელი მხედარი“ (2005).[3]
ალიმს ეძღვნება არაერთი ხალხური სიმღერა, მათ შორის „Men Karasuvga toiga da bardym“, „Alim“, „Hey agalar, Men Alimnin...“ .
აიდამაკის შესახებ ლეგენდის პირველი ეკრანიზაცია მოხდა 1916 წელს, როდესაც რეჟისორმა ვიაჩესლავ ვისკოვსკიმ გადაიღო ფილმი „ალიმი - ყირიმელი ყაჩაღი“ ალმის როლს ასრულებდა სერგეი ცენინი. 10 წლის შემდეგ რეჟისორმა გეორგი ტასინმა გადაიღო ფილმი „ალიმი“, სადაც მთავარი როლი ხაირი ემირ-ზადემ შეასრულა.
2015 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა თამილა სეიტაგიაევამ დაიცვა დისერტაცია თემაზე „ალმის სახე ყირიმულ-თათრულ ლიტერატურაში“.
ხსოვნა
რედაქტირებაალიმის სახელი უწოდეს ხეობას და გამოქვაბულს, სადაც, ლეგენდის თანახმად, იგი ხელისუფლებას ემალებოდა. ქალაქ ევპატორიისა და სოფელ ტეპლოვკას ისმაილ-ბეის მიკრორაიონში არის ალიმ აიდამაკის სახელობის ქუჩები.
სოფელ ჭერემისოვკაში (ყოფილი კოპირლიკოი), სადაც ალიმ აიდამაკი დაიბადა, მის საპატივსაცემოდ 2005 წლის 22 იანვარს აღმართეს ძეგლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Колли Л. Подлинный портрет Алима: портрет Алима Азамат оглу, нарисованный с натуры и «маленькая заметка» // ИТУАК. — Симферополь, 1905. — № 38. — С. 48-57 რუს.
- Сеитягьяева Т.Р. Романтический образ Алима в предании в романе Н. А. Попова «Алим — крымский разбойник» // Ученые записки Крымского федерального университета имени В. И. Вернадского. Филологические науки. — 2013. — № 2. რუს.
- Сеитягьяева Т.Р. Архивные материалы, связанные с деятельностью Алима Азамат оглу в Крыму // Вопросы крымскотатарской филологии, истории и культуры. — 2016. — № 3.რუს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Усеинова Гульнара. Алим Азамат-оглу – благородный защитник обездоленных. Голос Крыма (23 января 2015). Дата обращения: 9 июня 2020. Архивировано 25 апреля 2021 года.რუს.
- ↑ Іваневич Тетяна. (2019-03-25) Він грабував багатих, роздавав гроші бідним, з’являвся в кількох місцях одночасно та, можливо, прожив 110 років. Українською переклали книгу про розбійника Аліма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-17. ციტირების თარიღი: 2020-06-09.
- ↑ Просмотр кинокартины «Алим». Республиканская крымскотатарская библиотека им. И. Гаспринского (1 марта 2016). Дата обращения: 9 июня 2020. Архивировано 25 апреля 2021 года.