ალიბარის კოშკი
ალიბარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიბარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ოთხკუთხა კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კოშკის კედლები შემორჩენილია 4-5 მეტრის სიმაღლეზე. ალაგ-ალაგ ჩანს სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები. კოშკში შესასვლელი სამხრეთიდანაა, დაზიანების გამო მისი ფორმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004