ალია ბინტ ჰუსეინი
პრინცესა ალია ბინტ ჰუსეინი (არაბ. عالية بنت الحسين; დ. 13 თებერვალი 1956, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე ჰუსეინის უფროსი შვილი მისი პირველი ცოლისგან, დინა ბინტ აბდულ-ჰამიდისგან.[1]
პრინცესა ალია | |
---|---|
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 13 თებერვალი 1956 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: |
ჰუსეინი აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 თებერვალი, 1956 |
დაბ. ადგილი: | ამანი, იორდანია |
მეუღლე: |
ნასერ ვასფი მირზა (1977-1988) საიდ მოჰამედ ალ-სალეჰი (1988-დღემდე) |
შვილები: |
ჰუსეინ მირზა თალალ ალ-სალეჰი აბდულ ჰამიდ ალ-სალეჰი |
დინასტია: | ჰაშიმიდები |
მამა: | ჰუსეინი |
დედა: | დინა ბინტ აბდულ-ჰამიდი |
რელიგია: | ისლამი |
განათლება
რედაქტირებაპრინცესა ალია თავისი დაწყებითი განათლება მიიღო ამანში, აჰლიიას გოგონათა სკოლისა და როზარის კოლეჯში. 1968 წლამდე დიდ ბრიტანეთში, ლიმინგში სიბტონ პარკის სკოლაში სწავლობდა და შემდეგ ბენენდენის სკოლაში (1969-70) განაგრძო სწავლა, ხოლო 1972 წელს სომერსეტის მილფილდის სკოლაში მოიპოვა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე „ა“ დონე. 1977 წელს, ალია დაამთავრა იორდანიის უნივერსიტეტი ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით.[2]
ქორწინება
რედაქტირებაპრინცესა ალია 1977 წლის 12 აპრილს დაქორწინდა ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ნასერ ვასფი მირზაზე, რაღადანის სასახლეში და ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი:
- ჰუსეინ მირზა (დ. 12 თებერვალი, 1981)[3]
ალია და მირზა 1988 წელს განქორწინდნენ.[4] ხელმეორედ ალია 1988 წლის 30 ივლისს ამანში სეიდ მოჰამედ ალ-სალეჰზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ:
- თალალ ალ-სალეჰი (დ. 12 სექტემბერი, 1989)
- აბდულ ჰამიდ ალ-სალეჰი (დ. 15 ნოემბერი, 1992)[4]
ჯილდოები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირება- იორდანია: იორდანიის ვარსკვლავის ორდენი[5]
- იორდანია : პირველი კლასის ალ-ჰუსეინის ორდენი გამორჩეული წვლილისთვის (5.2.2007) [5]
საგარეო
რედაქტირებაწინაპრები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Briefs“. Star-Times. April 1, 2001. ციტირების თარიღი: 2010-07-17. ციტატა: „Last year Princess Alia Bint Al Hussein Al Saleh daughter of the late King Hussein of Jordan...“[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
- ↑ King Hussein, Princess Dina and Princess Alia
- ↑ Royal Ark
- ↑ 4.0 4.1 http://www.royalark.net/Jordan/jordan3.htm jordan3
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Royal Ark, Jordanian genealogy details
- ↑ Boletín Oficial del Estado