ალთინბაშის უნივერსიტეტი

ალთინბაშის უნივერსიტეტი (თურქ. Altınbaş Üniversitesi) — უნივერსიტეტი სტამბოლში (თურქეთი). დაარსდა 2008 წელს როგორც სტამბოლის ქემერბუგაზის უნივერსიტეტი, ამჟამინდელი სახელი მიიღო 2017 წელს. ალთინბაშის უნივერსიტეტს ჰყავს 5000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი 89 ქვეყნიდან. უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 40% საერთაშორისოა.[1][2][3] აქვს 3 კამპუსი, რომლებიც მდებარეობს სტამბოლში, კერძოდ ბაღჯილარის, ბაქირქიოისა და შიშლის რაიონებში. ალთინბაშის უნივერსიტეტი სთავაზობს 30 საბაკალავრო, 34 ასოცირებულ, 28 სამაგისტრო და 6 სადოქტორო პროგრამას.

ტექნოლოგიების კამპუსი
ალთინბაშის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 56 000-ზე მეტი გამოცემით, 1 350 000-ზე მეტი ელექტრონული წიგნითა და ჟურნალით.

აკრედიტაცია

რედაქტირება

ოფიციალურად აღიარებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ (YÖK). არის საშუალო ზომის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (8000–8999 ჩასარიცხი ადგილი).

უნივერსიტეტი აკრედიტებულია ევროკავშირისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნების მიერ (ერაყი, ეგვიპტე).

ფაკულტეტები

რედაქტირება
  • მედიცინის სკოლა
  • საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა
  • სტომატოლოგიის სკოლა
  • ფარმაციის სკოლა
  • ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
  • სამართლის სკოლა
  • გამოყენებითი მეცნიერებათა სკოლა
  • მენეჯმენტის სკოლა
  • სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა
  1. Why Choose Altinbas? | Altinbas University.
  2. Altınbaş Üniversitesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-29. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
  3. ALTINBAŞ IN NUMBERS | Altinbas University.