ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალთეა გიბსონი (ინგლ. Althea Gibson)(დ. 25 აგვისტო, 1925 — გ. 28 სექტემბერი, 2003) — ამერიკელი ჩოგბურთელი და პროფესიონალი გოლფის მოთამაშე, ერთ-ერთი პირველი შავკანიანი სპორტსმენი, რომელმაც გადალახა საერთაშორისო ჩოგბურთის ფერადი ხაზი. 1956 წელს, იგი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი რომელმაც მოიპოვა გრანდ სლემის ტიტული. მომდევნო წელს მან მოიგო როგორც უიმბლდონი, ასევე აშშ-ის ნაციონალური ჩემპიონატი, შემდეგ კვლავ მოიგო ორივე ტიტული 1958 წელს. და ორივე წელს მიიღო წლის ქალი სპორტსმენის ჯილდო. მთლიანობაში, მან მოიგო 11 გრანდ სლემის ტურნირი, მათ შორის ხუთი სინგლის ტიტულები, ხუთი დუბლის ტიტული და ერთი შერეული დუბლის ტიტული. გიბსონი შეყვანილია ჩოგბურთის დიდების საერთაშორისო დარბაზში და ქალთა საერთაშორისო დიდების დარბაზში. 1960-იანი წლების დასაწყისში იგი ასევე გახდა პირველი შავკანიანი მოთამაშე, რომელმაც კონკურენცია გაუწია თეთრკანიან ქალებს პროფესიონალურ ტურნირზე.

ალთეა გიბსონი
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1925
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 2003 (78 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 1,80 სმ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალთეა_გიბსონი“-დან