ალეწის ციხე
ალეწის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის ზევით. აქედან გადასავლელებია: ხცისის გავლით — ხაშურისკენ და ძამის ხეობის გავლით — ქარელში. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. სწავლული ბატონიშვილი ალეწის ციხის შესახებ წერს
„არს ციხე ალეწისა, მაგარი და მჭურეტი ქართლ-იმერეთისა“
|
ციხე აშენებულია ვიწრო თხემზე. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხარეს ფრიალო კლდეა. დასავლეთისა და სამხრეთის ფერდობები ნაკლებად დამრეცია, საიდანაც სიმაგრე მაღალი კედლებითაა შემოზღუდული. კედლები ბევრ ადგილას წაქცეულია. წაგრძელებულ მხარეებს ორი მრგვალი ბურჯი ასრულებს. აღმოსავლეთის ბურჯის მხოლოდ ფუძეა შემორჩენილი, დასავლეთისა კვალი ჩანს. ციხეს სამხრეთი მხრიდან სამზერი ხვრელი აქვს დატანებული, რომელიც წინუბნიდან მომავალ გზას აკონტროლებს. მას განვითარებული გვიანი შუა საუკუნეებით ათარიღებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი თბ., 1987
- გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში თბ., 2013
- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი თბ., 1957
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014, გვ. 96-97