ალეჩჰორნი (გერმ. Aletschhorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლით ბერნის ალპების მწვერვალებს შორის მეორე ადგილზეა ფინსტერაარჰორნის შემდეგ. სიმაღლე 4195 მ.[1] შეფარდებითი სიმაღლე 1029 მ. ჩრდილოეთ კალთაზე არის მყინვარი ალეჩფირნი, რომელიც არის დიდი ალეჩის მყინვარის ნაწილი. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზეა ზემო ალეჩის მყინვარი, ხოლო სამხრეთ კალთაზე შუა ალეჩის მყინვარი. ალეჩჰორნი მიიჩნევა ალპების ყველაზე ცივ მთად. პირველად ალეჩჰორნზე ასვლა განხორციელდა 1859 წელს.

ალეჩჰორნი
კოორდინატები: 46°27′45″ ჩ. გ. 7°59′37″ ა. გ. / 46.4626000° ჩ. გ. 7.9936611° ა. გ. / 46.4626000; 7.9936611
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4195 
ქედი ბერნის ალპები
ალეჩჰორნი — შვეიცარია
ალეჩჰორნი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება