ობერალეჩის მყინვარი

(გადამისამართდა გვერდიდან ზემო ალეჩის მყინვარი)

ობერალეჩის მყინვარი (გერმ. Oberaletschgletscher ზემო ალეჩის მყინვარი) — ხეობის ტიპის მყინვარი ბერნის ალპების სამხრეთ კალთებზე, შვეიცარიის ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 9 კილომეტრია, სიგანე 1 კმ, ხოლო ფართობი 22 კმ².

ობერალეჩის მყინვარი
გერმ. Oberaletschgletscher
ობერალეჩი და ნესტორნის მთა
ობერალეჩი და ნესტორნის მთა
კოორდინატები: 46°25′08″ ჩ. გ. 7°57′27″ ა. გ. / 46.41889° ჩ. გ. 7.95750° ა. გ. / 46.41889; 7.95750
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ბერნის ალპები
ფართობი 22 კმ²
სიგრძე კმ
ტიპი ხეობური
ობერალეჩის მყინვარი — შვეიცარია
ობერალეჩის მყინვარი

ობერალეჩის მყინვარის სისტემა შედგება ორი დაახლოებით თანაბარი მკლავისგან. მათგან აღმოსავლეთით მდებარის საწყისი წერტილი მდებარეობს ალეჩჰორნის მთის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3 700 მ სიმაღლეზე და დასავლეთის მკლავს უერთდება ნესტორნის მთისწინეთის ხეობაში. შემდეგ მყინვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალეჩის მყინვარის მიმართულებით, თუმცა მას ვერ აღწევს. მყინვარის ენა ზღვის დონიდან დაახლოებით 2 150 მეტრ სიმაღლეზე მთავრდება. XIX საუკუნის შუა წლებში, პატარა გამყინვარების პერიოდში, ობერალეჩი ალეჩის მყინვარის შემადგენელი ნაწილი იყო.

2001 წელს, ალეჩის მყინვართან ერთად, ობერალეჩი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება