ალექსი რუდოი
ალექსი ნიკოლოზის ძე რუდოი (რუს. Алексей Николаевич Рудой; დ. 19 აგვისტო 1952, ტომსკი, რუსეთი, — გ. 22 ნოემბერი, 2018, ტომსკი, რუსეთი) — რუსი გეოგრაფი. მოღვაწეობდა გეომორფოლოგიისა და გლაციოლოგიის დარგში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). რუდოი ახალი მეცნიერული მიმართულების — მეოთხეული გლაციოჰიდროლოგიის ფუძემდებელია. ამასთანავე დილუვიალური მორფოლითოგენეზის თეორიის ავტორი.
ალექსი რუდოი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 აგვისტო, 1952 |
დაბ. ადგილი | ტომსკი, სსრკ |
გარდ. თარიღი | 22 ნოემბერი, 2018 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | ტომსკი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის დამსახურებული თანამშრომელი, პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს ნიშანი „თვითშემოქმედებითი ხელოვნების სფეროში მი და რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
საიტი | ბმული |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსი რუდოი დაიბადა 1952 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ ტომსკში. მამამისი — ნიკოლოზ ალექსის ძე (1919-2002) დაიბადა მუშების ოჯახში, დაამთავრა დნეპროპეტროვსკის პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო დიდი სამამულო ომის შემდეგ შსს აკადემია. დედამისი — თამარა ნიკოლოზის ასული რუდოი (1924-2003), 1941 წელს, მე-10 კლასიდან გაიწვიეს რადისტად ვოლოკოლამსკში, ერთ-ერთ პარტიზანულ განყოფილებაში.
ალექსი რუდოიმ № 6 სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, სადაც პროფესორ ალექსი ზემცოვის ხელმძღვანელობით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი. გარკვეული დროის შემდეგ ალექსი რუდოი მიიწვიეს ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გლაციოკლიმატოლოგიის პრობლემური საკითხების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, რომელიც პროფესორ მიხეილ ტრონოვის მიერ იყო შექმნილი. სწორედ აქედან იწყება ალექსი რუდოის გლაციოლოგიური მოღვაწეობის ისტორია.[1][2] ასპირანტურის დამთავრების შემდეგ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო გეომორფოლოგიასა და გლაციოლოგიაში.
ალექსი რუდოის მოღვაწეობის ძირითად სფეროს შეადგენდა მთიანი ქვეყნების გეომორფოლოგია და გეოლოგია, მეოთხეული პალეოგეოგრაფია, პალეოგლაციოლოგია, პალეოჰიდროლოგია; იკვლევდა აგრეთვე გლაციოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიის ზოგად საკითხებს. 1998-2002 წწ. მუშაობდა ექსპერტად იუნესკოს პროექტის მიხედვით საერთაშორისო ეკოლოგიურ ფონდში — „ბუნების მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები“[3], „ალთაის ოქროს მთები“.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფესორი ალექსი რუდოი
- პროფესორი ალექსი რუდოი დაარქივებული 2019-04-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Профессора Томского университета. Биографические словарь / Ред. С. Ф. Фоминых. — Томск: Томский государственный университет, 2003. — Т. 4. — Ч. 2. — С. 189—193. ISBN 5-7511-1664-X
- ↑ Профессора Томского государственного педагогического университета. Биографические словарь / Ред. Т. В. Галкина. — Томск: ТГПУ, 2005. — С. 272—278. ISBN 5-894-28-175-X
- ↑ Проект «Всемирное наследие». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-13. ციტირების თარიღი: 2011-09-06.
- ↑ Рудой А. Н., Лысенкова З. В., Рудский В. В., Шишин М. Ю. Укок (прошлое, настоящее, будущее). — Барнаул: Алтайский государственный университет, 2000. — 172 с.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-10-14.
- ↑ Рудой А. Н.. Обратная сторона Луны? // Алтайcкий вестник, 2002. - № 2. - С. 52-64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-10-14.