ალექსი ნაროჩნიცკი
ალექსი ნაროჩნიცკი (დ. 3 თებერვალი, 1907, ჩერნიგოვი— გ. 14 ივნისი, 1989, მოსკოვი) — რუსი ისტორიკოსი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადმეიკოსი (1972).
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წლიდან იყო ჟურნალ „ახალი და უახლესი ისტორიის“ რედაქტორი. 1974 წლიდან სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. სწავლობდა შორეულ აღმოსავლეთში ევროპის სახელმწიფოების და აშშ-ის კოლონიურ პოლიტიკას, ევროპაში რევოლუციის საკითხებს და რუსეთის და სსრკ-ის საგრეო ურთიერთობების საკითხებს. ავტორი იყო სსრკ-ის უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.