ალექსი გერასიმოვი
ალექსი გერასიმოვი (დ. 26 აპრილი, 1936, თბილისი — გ. 2019) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1959-1962 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1962-1965 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. ნახევრადგამტარულ ხელსაწყოთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე იყო 1965-1976 წლებში, ხოლო 1976-1982 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „მიონის“ დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და მთავარი ინჟინერი. 1997-2003 იყო წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორის საკითხებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრის გამგე 1982-2006 წლებში, ნახევარგამტარული მიკროელექტორინიკის ფიზიკური საფუძვლების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში კი „Gerasimov research Lab, Seattle“, თბილისის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 232 სამეცნიერო სტატია, 2 მონოგრაფია, არის 9 პატენტისა და 1 სამეცნიერო აღმოჩენის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „რადიაციული დეფექტების გამოკვლევა T=77K-ზე ჩქარი ელექტრონებით და გამა-კვანტებით გასხივებულ გერმანიუმში“, დაიცვა 1974 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - „წერტილოვანი დეფექტების მიგრაციის და ურთიერთქმედების მექანიზმი არამეტალური მასალების რადიაციულ ფიზიკაში“, დაიცვა 1989 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- 2005 - ილია ვეკუას სახელობის პრემია
- 1993 - აშშ-ის ფიზიკური საზოგადოების ჯილდო
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნანოტექნოლოგიის საწყისები = Introduction to nanotechnology, თბ., 2009, გვ. 185 ISBN 978-9941-0-1105-4
- ნახევარგამტარული ხელსაწყოების შექმნის დაბალტემპერატურული ტექნოლოგიის საფუძვლები, თბ., 2005, გვ. 235
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 83