ალექსის ფანჩულიძევი

ალექსის ფანჩულიძევი (ალექსი ფანჩულიძე, დ. 18 სექტემბერი, 1888, პიატიგორსკი, რუსეთის იმპერია — გ. 10 აპრილი, 1968, დიპენჰაიმი, ნიდერლანდები) — ქართული წარმოშობის ნიდერლანდელი მხედარი. იყო ნიდერლანდების ერთადერთი წარმომადგენელი 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც 28-ე ადგილი დაიკავა. აგრეთვე წარმოადგენდა რუსეთის იმპერიას 1912 წლის სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე მეორე ქართველ მხედართან — სპირიდონ ჭავჭავაძესთან ერთად, თუმცა, ისინი სათადარიგო მხედრები იყვნენ და ასპარეზზე არ გამოსულან.

ლიტერატურა

რედაქტირება

პაატა ნაცვლიშვილი, „ალექსი ფანჩულიძე — კიდევ ერთო ქართველი ოლიმპიელი“, „ოლიმპიელი“, №35, 2013.