ალექსეი მილჩაკოვი
ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი (რუს. Алексей Юрьевич Мильчаков; დ. 30 აპრილი, 1991, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რუსი ნეონაცისტი, „ვაგნერის“ ჯგუფთან ასოცირებული „რუსიჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. [1] 2022 წლის მდგომარეობით სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერ.[2] მას უკავშირებენ არაერთ სასტიკ დანაშაულს, როგორც სირიაში, ისე უკრაინაში,[3] მათ შორის მამაკაცის სასიკვდილო ცემას, უროს გამოყენებით. მილჩაკოვს მოიხსენიებენ როგორც „რუსი ნეო-ნაცისტების დონბასში ბრძოლის სიმბოლოს“.[4]
ალექსეი იურის ძე მილჩაკოვი | |
---|---|
მეტსახელი | ფრიცი; სერბი |
ეროვნება | რუსი |
დაბადების თარიღი | 30 აპრილი, 1991 |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
ჯარის სახეობა | სპეციალური ოპერაციების ძალები და Russian Airborne Troops |
მეთაურობდა | Rusich |
ბრძოლები/ომები |
დონბასის ომი რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიის სამოქალაქო ომში |
კავშირი |
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა (2014–2015) რუსეთი (2015–დღემდე) |
ბიოგრაფია
რედაქტირებამილჩაკოვი სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.
ცხოველის წამება
რედაქტირებამილჩაკოვმა საზოგადოების ყურადღება პირველად 2011 წელს მიიპყრო, როდესაც ონლაინ-სივრცეში გამოაქვეყნა ვიდეო სადაც აწამებდა ლეკვს, რომელსაც მოგვიანებით თავი მოაჭრა.[5][6] სოციალურ ქსელში შეიქმნა პეტიცია რომელსაც ხელს 5000 ადამიანი აწერდა, ისინი მილჩაკოვის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.[7] პირად VK ანგარიშზე მილჩაკოვი აკეთებდა მოწოდებებს უსახლკაროების, ბავშვებისა და ლეკვების მოკვლაზე.[8]
ომი დონბასში
რედაქტირება2014 წლიდან მილჩაკოვი იყო მოხალისე დონბასის ომში,[5] მისივე თქმით „მოკვლის“ სურვილით.[6] მისი სოციალური ქსელის პირად ანგარიშზე დაყრდნობით მილჩაკოვმა 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საიმპერიო ლეგიონის წვრთნების პროგრამის გავლის შემდეგ იან პეტროვსკისთან ერთად შექმნა „რუსიჩი“.[9] აიდარის ბატალიონთან ბრძოლის პერიოდში მილჩაკოვი ფოტოსურათებში აქტიურად პოზირებდა დამწვარ, დაღუპულ უკრაინელ სამხედროებთან.[5] ასევე ცნობილია, რომ მილჩაკოვi უკრაინელი ჯარისკაცების გვამების ყურებს აჭირდა და სახეზე სვასტიკას ახატავდა.[10] 2015 წლისთვის ის უკვე სანქცირებული იყო ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.[5] იყენებდა მეტსახელებს „ფრიცი“ და „სერბი“.[6]
2020 წელს გადაღებულ ვიდეოში მილჩაკოვმა განაცხადა რომ „ნაცისტია“.
„მე არ ვაპირებ შევიდე სიღრმეებში და ვთქვა, რომ მე ვარ ნაციონალისტი, პატრიოტი, იმპერალისტი და ასე შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი: მე ნაცისტი ვარ“
|
2022 წლის აგვისტოში Nexta-მ Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანდა რომ მილჩაკოვი უკრაინაში იმყოფება.[11] გერმანიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით არსებობდა ვარაუდი მილჩაკოვის ომში დაშავების შესახებ.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Radio Free Europe/Radio Liberty
- ↑ ALONG THE SANCTIONED PERSONS: MILCHAKOV Alexey Yurevich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022
- ↑ Radio Free Europe/Radio Liberty
- ↑ Mareš, Miroslav; Laryš, Martin; Holzer, Jan (25 October 2018) Militant Right-Wing Extremism in Putin's Russia: Legacies, Forms and Threats. Routledge. ISBN 9780429953620.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Kozhurin, Dmitry (27 May 2022). „Who Are The Neo-Nazis Fighting For Russia In Ukraine?“. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
- ↑ 6.0 6.1 6.2 „Dying to kill The Russian neo-Nazis fighting Vladimir Putin's war to 'denazify' Ukraine“. Meduza. 15 July 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
- ↑ Прокуратура занялась фанатом "Зенита", который отрезал голову собаке ru. ციტირების თარიღი: 2022-10-09
- ↑ Блоггеры добились прокурорской проверки после появления в Сети снимков с фанатом "Зенита", убивающим щенка ru (2011-11-28). ციტირების თარიღი: 2022-10-09
- ↑ Rondeaux, Candace; Deer, Jonathan; Dalton, Ben (26 January 2022). „Neo-Nazi Russian Attack Unit Hints It's Going Back Into Ukraine Undercover“. Daily Beast. ციტირების თარიღი: 27 September 2022.
- ↑ Wheelwright, Julie (2020) Sisters in Arms: Female warriors from antiquity to the new millennium. Bloomsbury Publishing, გვ. 246. ISBN 9781472838025.
- ↑ NEXTA on Twitter. ციტატა: „Well-known #Russian Neo-Nazi Alexei Milchakov was featured in the video. During the war in #Donbas, he cut off the ears of murdered #Ukrainian servicemen and took pictures with burned corpses.“ ციტირების თარიღი: 27 September 2022
- ↑ „Russian Neo-Nazis Participate in 'Denazifying' Ukraine – Der Spiegel“. The Moscow Times. 23 May 2022. ციტირების თარიღი: 27 September 2022.