ალექსის კაუფმანი (ინგლ. Alexis Kaufman; დ. 9 აგვისტო, 1991) — ამერიკელი ბოდიბილდერი და პროფესიონალი რესლერი, რომელიც ამჟამად გამოდის ამერიკულ რესლინგ-პრომოუშენ WWE-ში ბრენდზე SmackDown!, სასცენო ფსევდონიმით - ალექსა ბლისი.

ალექსა ბლისი
დაბადების სახელი ალექსის კაუფმანი
დაიბადა

9 აგვისტო, 1991 წელი (25 წლის)
[[კოლუმბუსი (ოჰაიო)

|კოლუმბუსი]], ოჰაიო
საცხოვრებელი ადგილი კოლუმბუსი, ოჰაიო
პროფესიონალური რესლინგის კარიერა
გამოცხადებული სიმაღლე 155[1] სმ
გამოცხადებული წონა 46[1] კგ
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი კოლუმბუსი, ოჰაიო
მწვრთნელი სარა დელ რეი, WWE Performance Center
დებიუტი 2013 წელს

ადრეული წლები რედაქტირება

კაუფმანი დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში[2]. 5 წლის ასაკში ალექსისი გაიტაცა სპორტმა და მალევე მან დაიწყო ვარჯიში მძლეოსნობაში, სოფტბოლში, კიკბოქსში და ტანვარჯიშში. ამის გარდა დაკავდა ბოდიბილდინგით და ცოტა ხნის შემდეგ მიიღო მონაწილეობა „Arnold Classic“-ში.

კარიერა რესლინგში რედაქტირება

NXT (2013-2016) რედაქტირება

კაუფმანმა WWE-სთან მოაწერა ხელი კონტრაქტს 2013 წელს და იგი გაშვებულ იქნა მოსამზდებელ ცენტრ NXT-ში[3]. მისი დებიუტი შედგა 24 ივლისს NXT-ს სატელევიზიო შოუზე და იმ დღეს მან მიულოცა გამარჯვება NXT-ს პირველ ქალთა ჩემპიონს - პეიჯს[4][5]. აგვისტოში კი მისი პროფილი გამოჩნდა WWE-ს ოფიციალურ საიტზე NXT-ს წევრების რიგში[6][7]. 20 ნოემბერს ალექსამ შეასრულა NXT-ს რინგ-ანონსერის მოვალეობა[7]. 2014 წლის 6 აპრილს კი მიიღო მონაწილეობა Triple H-ის გამოსვლაში WrestleMania XXX-ზე[8][9]. 8 მაისს შედგა მისი დებიუტი რინგზე, სადაც მან მიიღო მონაწილეობა NXT-ს ქალთა ჩემპიონის ტურნირში, სადაც პირველ ტურში დაამარცხა ალიშა ფოქსი, ხოლო ნახევარფინალში მან შარლოტასთან განიცადა მარცხი[10][11][12].19 ივნისს კი მან დაამარცხა საშა ბენქსი[13].

WWE-ს ძირითადი როსტერი (2016-დღემდე) რედაქტირება

2016 წლის 19 ივლისს, დრაფტის დროს, SmackDown!Live-ს გენერალურმა მენეჯერმა დენიელ ბრაიანმა აირჩია ალექსა ბლისი თავის ბრენდზე[14][15],ხოლო უკვე 26 ივლისს შედგა მისი დებიუტი ძირითად როსტერში. იმ დღეს იგი შევიდა კონფრონტაციაში ბეკი ლინჩთან, სანამ საქმეში არ ჩაერივნენ ბრენდის სხვა რესლერები[16]. ერთი კვირის შემდეგ, SmackDown-ზე ალექსა და ნატალია დამარცხდნენ კარმელასთან და ბეკი ლინჩთან, ნაომის და ევა მარის ჩარევის გამო. ამ ინციდენტის გამო გენერალურმა მენეჯრებმა დენიელ ბრაიანმა და შეინ მაკმენმა მიიღეს გადაწყვეტილება გაემართათ PPV SummerSlam-ზე გუნდური მატჩი ალექსა ბლისის,ნატალიის და ივა მარის გუნდსა და ნაომის,ბეკი ლინჩისა და კარმელის გუნდს შორის. მაგრამ, ივა მარიმ 18 აგვისტოს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო WWE-სგან ანტიდოპინგური პოლიტიკის დარღვევის გამო,რის შედეგადაც ევა შეცვალა ნიკი ბელამ.

11 სექტემბერს, PPV Backlash-ზე მან მიიღო მონაწილეობა ვაკანტურ Smackdown-ის ქალთა ჩემპიონის ტიტულის მატჩში 6 ადამიანს შორის, მაგრამ იგი მატჩიდან პირველივე გავარდა, იმ მატჩში კი გაიმარჯვა ბეკი ლინჩმა. 8 ნოემბერს, გლაზგოში იგი დამარცხდა ბეკი ლინჩთან სატიტულო მატჩში.

PPV Surviror Series-ზე იგი იყო SmackDown-ის გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც მარცხი განიცადა Monday Night Raw-ს გუნდისგან.

PPV TLC 2016-ზე მან დაამარცხა ბეკი ლინჩი სატიტულო მატჩში და გახდა ახალი SmackDown-ის ქალთა ჩემპიონი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 http://www.wwe.com/superstars/alexa-bliss
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-31. ციტირების თარიღი: 2016-12-11.
  3. http://www.diva-dirt.com/69679/wwe-signs-two-new-developmental-divas/
  4. http://www.diva-dirt.com/76102/nxt-redux-july-24th-2013-tomorrows-diva-is-todays-champion/
  5. http://pwtorch.com/artman2/publish/WWE_News_3/article_71434.shtml#.WE1QJNJ97IU
  6. http://www.diva-dirt.com/79095/meet-alexa-bliss-and-veronica-lane-nxt-divas-debut-new-names
  7. 7.0 7.1 http://www.diva-dirt.com/79283/alexa-bliss-added-to-wwe-coms-nxt-roster/
  8. http://pwtorch.com/artman2/publish/wweppvs/article_77519.shtml#.WE1Rc9J97IV
  9. http://www.pwinsider.com/article/84815/live-notes-from-wrestlemania-30.html?p=1
  10. http://www.wrestleview.com/wwe-news/48149-spoilers-wwe-nxt-tv-tapings-5-1-to-5-22/
  11. http://www.pwinsider.com/article/85518/ongoing-wwe-nxt-report-womens-title-tournament-continues-kalisto-makes-his-nxt-in-ring-debut.html?p=1
  12. http://www.pwinsider.com/article/85675/ongoing-wwe-nxt-report-a-challenge-for-the-tag-champions-one-finalist-set-for-the-womens-title-at-takeover-bo-given-a-do-or-die-situation.html?p=1
  13. http://www.wrestleview.com/wwe-news/49151-wwe-nxt-results-6-19-14-nxt-tag-title-match
  14. http://www.pwinsider.com/ViewArticle.php?id=103481&p=2#!
  15. http://www.wwe.com/article/2016-wwe-draft-results
  16. http://www.pwinsider.com/article/103632/live-ongoing-wwe-smackdown-report-will-smackdown-be-able-to-return-serve-tonight.html?p=1#!