ალექსანდრ კარლი (ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი)
ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი (გერმ. Alexander Carl von Anhalt-Bernburg; 2 მარტი, 1805, ბალენშტადტი — 19 აგვისტო, 1863, ჰოიმი) — ანჰალტ-ბერნბურგის უკანასკნელი ჰერცოგი.
ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი | |
---|---|
Alexander Carl von Anhalt-Bernburg | |
ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1834 |
მმართ. დასასრული: | 1863 |
წინამორბედი: | ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი |
მემკვიდრე: | ლეოპოლდ IV ანჰალტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2.3.1805 |
დაბ. ადგილი: | ბალენშტადტი |
გარდ. თარიღი: | 19.8.1863 |
გარდ. ადგილი: | ჰოიმი |
მეუღლე: | ფრიდერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი |
შვილები: | არ ჰყოლია |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი |
დედა: | მარია ფრიდერიკა ჰესენ-კასელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრ კარლი ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ფრედერიკა ჰესელ-კასელის შვილი იყო. 1834 წლის 24 მარტს მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ანჰალტ-ბერნბურგი. ალექსანდრ კარლის დროს ბერნბურგში გაყვანილ იქნა რკინიგზა. განვითარებადი სულიერი დაავადების გამო ჰერცოგი ჰოიმის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. საკუთარ კამერჰერთან, მხატვარ ვილჰელმ ფონ კიუგელგენთან ერთად.
ალექსანდრ კარლის მეუღლე, ფრედერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი დაინიშნა მის თანამმართველად.
როცა ალექსანდრ კარლი გარდაიცვალა, მას არ დარჩა მემკვიდრე, რის გამოც ანჰალტ-ბერნბურგელების ხაზი გაქრა და საჰერცოგო შეუერთდა ანჰალტს დედაქალაქით დესაუში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ганкевич В. Ю. Российские кавалеры ангальтского ордена Альбрехта Медведя // Вісник Чернігівського національного педагогічного університету [Текст]. Вип. 87. — № 8. — Чернігів: ЧДПДУ, 2011. — С. 70 — 71. http://www.nbuv.gov.ua/portal/Soc_Gum/Vchdpu/ist/2011_87/Gank.pdf
- Johannes Werner und Paul Siegwart von Kügelgen (Hrsg.): Wilhelm von Kügelgen — Lebenserinnerungen des Alten Mannes, 1840—1867, Verlag K. F. Koehler, Leipzig 1923
- Alexander Boroffka: Die Geisteskrankheit des Herzogs Alexander Carl von Anhalt-Bernburg (1805—1863). Eine Psychopathographie, Bernburg 1995.(Hrsg.: Verein der Freunde und Förderer der Kulturstiftung Bernburg e.V.)