ალექსანდროპოლის ხელშეკრულება

ალექსანდროპოლის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული ოსმალეთსა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 2 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებამდე, რომლითაც დასრულდა 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომი. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში ამ პერიოდში იმყოფებოდა ნაციონალისტური პარტია "დაშნაკცუტიუნი". ამ ხელშეკრულებით სომხეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა სევრის ხელშეკრულება და დაეთმო ის ტერიტორიები, რომელიც სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სევრის ხელშეკრულებით მიიღო. ხელშეკრულების რატიფიცირება მთავრობას ერთ თვეში უნდა მოეხდინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სომხეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირების გამო და შეთანხმება 1921 წელს შეცვალა ყარსის ხელშეკრულებამ.

გენერალი კაზიმ კარაბეკირი, ხელშეკრულებაზე თურქეთის მხრიდან ხლმომწერი. ალექსანდროპოლისკენ გზაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება