ალექსანდროვკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია
ალექსანდროვკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Церковь Преображения Господня) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ალექსანდროვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2006-2013 წლებში[1].
ალექსანდროვკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | აზოვის რაიონი |
ადგილმდებარეობა | ალექსანდროვკა |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | rostov-97.cerkov.ru |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2006-2013 |
გარე სურათები | |
---|---|
ეკლესიის ფოტოგრაფია |
ეკლესიის მისამართი:346741, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ალექსანდროვკა, საბჭოთა ქუჩა № 122.
ისტორია
რედაქტირება1821 წელს ჩემბურკის ხუტორებს შორის, მდინარე ჩემბურკის ნაპირზე, განსახლდნენ მარცხენა სანაპიროს მალოროსიიდან გადმოსახლებულებმა. ალიზის აგურისაგან ააშენეს ეკლესია. ყველა, ეკლესიის ირგვლივ მდებარე პატარა ხუტორი გაერთიანდა და ეწოდა სლობოდა ალექსანდროვკა. 1863 წელს ალიზის აგურით აშენებული ეკლესია დაშალეს და მის ნაცვლად სოფლის ცენტრში ააშენეს ახალი ხის ეკლესია[2]. 1900 წელს, უკვე სოფელში, გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რომლის პირველი დირექტორიც გახდა მღვდელი გვარად სიდორენკო. 1905-1912 წლებში აგურისაგან სოფელში, სოფლის მცხოვრებთა შემოწირულობებით ააგეს ახალი ეკლესია ალექსანდრე ნეველის სახელზე. ამ პერიოდისათვის სლობოდა ალექსანდროვკაში მოქმედებდა ორივე ეკლესია.
1936 წელს ხის ეკლესია გადააკეთეს კლუბად, რომელიც დაიწვა ამავე წლის ნოემბერში. მომდევნო წელს დამწვარი ეკლესიის ადგილზე დაიწყო ახალი კლუბის მშენებლობა და მის გარშემო შეიქმნა პარკი. ომის შემდეგ, 1946 წელს აქვე ააგეს სოფლის ბიბლიოთეკა[2].
ალექსანდრე ნეველის ეკლესია საბოლოოდ განადგურდა 1937 წელს. ეკლესიის აგურისაგან ააგეს ზემოთ აღნიშნული კლუბი, რაიონული აღმასკომის შენობა, კოლმეურნეობის სამმართველო და სხვა სოფლის ნაგებობები. საბოლოოდ ეკლესია 1940 წელს დაანგრიეს. ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა გერმანელების ოკუპაციამდე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ღვთიისმსახურება მიმდინარეობდა კერძო სახლში, რომელიც სამლოცველოდ გადააკეთეს. ომის შემდეგ ღვთისმსახურება სრულიად შეწყდა[2].
მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს, ალექსანდროვკის მცხოვრებლებმა, როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტის ვლადიმირის კურთხევით შეიქმნა ფერისცვალების ეკლესიის მრევლი. სოფლის ადმინისტრაციამ მორწმუნეებს გამოუყო შენობა ღვთისმსახურებისთვის. ნაგებობა იყო რევოლუციამდელ პერიოდში აგებული და იმყოფებოდა ცუდ მდგომარეობაში. მრევლის წინამძღვრად დანიშნულ ევგენი ბაბენცევს მრევლთან ერთად ბევრი ძალისხმევა დასჭირდა, რათა გაერემონტებინა სახლი, აღეჭურვა იგი საკურთხევლითა და კანკელით[3].
2006 წლის 28 აგვისტოს, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა ძველი ხის, 1936 წელს დამწვარი ეკლესია, დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიაში პირველი ღვთისმსახურება აღევლინა 2014 წლის 23 მარტს. ეკლესიის კურთხევა კი გაიმართა 2015 წლის 19 აგვისტოს, იგი შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურიმ.
მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად 2003 წელს აირჩიეს ელიზბარ ვიქტორის ძე ორლოვი[4], რომელიც თავის მოვალეობას დღემდე ასრულებს[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Храм во имя Преображения Господня с. Александровка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-11-15.
- ↑ 2.0 2.1 2.2 История прихода
- ↑ 3.0 3.1 Храм во имя Преображения Господня, с. Александровка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2017-11-15.
- ↑ Иерей Орлов Элизбар Викторович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2017-11-15.