ალექსანდრინო (რუს. Александрино) — პარკი, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის კიროვის რაიონში, სტაჩეკის პროსპექტის, სახალხო მილიციის პროსპექტისა და კოზლოვის ქუჩებს შორის[1]. პარკი ვეტერანების პროსპექტის საშუალებით იყოფა ორ ნაწილად ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად[2]. პარკის ფართობია — 110,52 ჰა[1].

პარკი ალექსანდრინო დაარსდა XIX საუკუნის დასაწყისში და მოიცავს ყოფილ აგარაკებს ალექსანდრინოსა (ჩრდილოეთი ნაწილი[3]) და ულიანკას (სამხრეთი ნაწილი[3]), რომლებიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკუთვნოდა სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეს ივან ჩერნიშიოვს, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყიდა გრაფმა დიმიტრი შერემეტიევმა. XIX საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრინოში შეიქმნა პეიზაჟური პარკი (არქიტექტორი ნიკოლოზ ბენუა, კ. მიულერი და სხვა).

დიდი სამამულო ომის პეროდში პარკის ტერიტორია იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის დაცვის წინა ხაზზე. პარკი მნიშვნელოვნად განადგურდა[4]. ულიანკის ნაგებობები განადგურდა, ხოლო ალექსანდრინოს მთავარ სახლის გალერეა და აღმოსავლეთ ფლიგელი განადგურდა[5]. 1960-იან წლებში შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა[4][3].

1970-იან წლებში ალექსანდრინოს პარკი წარმოადგენდა მეზობელი რაიონების მცხოვრებელთა დასვენების ადგილს[5]. 1980-იან წლებში პარკის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია მოხდა, როგორც დასვენების ზონა[4].

ალექსანდრინოს პარკს საფრთხეს უქმნის მჭიდროდ ნაგები შენობები, რომელიც მიმდინარეობს მიუხედავად ათობით მოგებული სასამართლოს შემდეგ[6]. პარკზე სამშენებლო ტექნიკის გატარების გადაწყვეტილება, რომელიც გასცა ისტორიული ძეგლების დაცვის საქალაქო კომიტეტმა, სასამართლომ უკანონოდ ცნო[6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Закон Санкт-Петербурга «О зелёных насаждениях общего пользования»
  2. Преобразование парка «Александрино»
  3. 3.0 3.1 3.2 «Александрино», лесопарк. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2018-12-07.
  4. 4.0 4.1 4.2 Современное состояние лесопарка «Александрино»
  5. 5.0 5.1 Александрино
  6. 6.0 6.1 Ъ-Газета — Смольный плохо реставрирует монархию