ალექსანდრე I-ის ძეგლი (ტაგანროგი)

ალექსანდრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Александру I) — რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ძეგლი ტაგანროგში. ძეგლი აღმართეს 1831 წელს[1], მისი ავტორები არიან მოქანდაკე ივან მარტოსი და არქიტექტორი აბრაამ მელნიკოვი. იგი იყო პირველი ძეგლი ტაგანროგში და 2014 წლის ნოემბრამდე აღნიშნული იმპერატორის ერთადერთი ძეგლი რუსეთის ტერიტორიაზე[1][2].

ალექსანდრე I-ის ძეგლი
რუს. Памятник Александру I
კოორდინატები 47°13′16″N 38°54′32″E / 47.221° ჩ. გ. 38.909° ა. გ. / 47.221; 38.909
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი აბრაამ მელნიკოვი
მოქანდაკე ივან მარტოსი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 23 ოქოტმბერი, 1831
12 სექტემბერი, 1998

ისტორია რედაქტირება

ტაგანროგში იმპერატორის ძეგლის დადგმის იდეა გაჩნდა ალექსანდრე I-ის გარდაცვალებიდან ძალიან მალევე, 1825 წელს[3]. ტაგანროგელების თხოვნა წარუდგინეს რუსეთის ახალ იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. ძეგლის ავტორი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი ივან მარტოსი[3].

ძეგლი დადგეს იერუსალიმის მოედნის ცენტრში, ალექსანდრე ნეველის სახელობის იერუსალიმის ბერძნული მამათა მონასტრის პირდაპირ. 1920-იანი წლების ბოლოს მოახდინეს ძეგლის დემონტაჟი და გადაიტანეს ალექსანდრე I-ის სასახლის ეზოში[4]. 1932 წელს ძეგლი ტაგანროგის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით გააგზავნეს დონის როსტოვში და გადაადნეს „საბჭოთა ინდუსტრიის საჭიროებებისათვის“. დანგრეული ალექსანდრე I-ის ძეგლის ადგილზე ააგეს სამოქალაქო ომის მონაწილე ტროფიმ დიშლოვოის ძეგლი.

თავდაპირველი ძეგლის აღწერა რედაქტირება

მაღალ, მასიური გრანიტის ფლებით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე, რომელსაც ხუთი საფეხური გააჩნდა, იდგა იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრინჯაოს ფიგურა მთელი ტანით, რომელსაც ფეხზე დახვეული ჰყავდა გველი[1]. ეს ალეგორია ასოცირდებოდა ნაპოლეონზე იმპერატორის გამარჯვებასთან. მარცხენა ხელში მას ეკავა დაშნის ტარი, ხოლო მარჯვენაში რუსეთის კანონთა კრებული. კვარცხლბეკის გრანიტის ფილაზე იყო წარწერა:

 

Александру Первому
1830

ძეგლის აღდგენა რედაქტირება

1998 წელს ტაგანროგის დაარსების 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს აღედგინათ ალექსანდრე I-ის ძეგლი. იგი დააფინანსა ბანკ „რუსული კრედიტის“ ტაგანროგის ფილიალმა. ძეგლი აღადგინეს მცირე ცვლილებებით. აღდგენილი ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1998 წლის 11 სექტემბერს[5].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 31-34. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  2. Собств. корр. Памятник Александру I появился у стен Кремля в Москве // tvzvezda.ru. — 2014. — 20 ноября.
  3. 3.0 3.1 Киричек М. С. По ладоням твоих площадей. — Таганрог: Лукоморье, 2007. — С. 60-64. — ISBN 978-5-902450-13-9.
  4. Орлов Г. Н., Найговзин Л.И., Цымбал А.А. Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях. — Таганрог: Лукоморье, 2004. — С. 64. — ISBN 5-901565-11-8.
  5. Люци М. Памятник Александру I დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Wayback Machine. // Таганрог.Su. — 2009. — 30 июля.