ალექსანდრე წივწივაძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე წივწივაძე - ქართველი ტიტულოვანი სპორტსმენი, ნიჩბოსანი[1]. 18-წლამდელთა ტურნირზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 500 მეტრიან დისტანციაზე[2]. ასევე, 18-წლამდელთა შორის ევროპის სამგზის ჩემპიონი, ორჯერ 1000 მეტრიან და ერთხელ 200 მეტრიან დისტანციაში.

ალექსანდრე წივწივაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ალექსანდრე წივწივაძე
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 2004 (2004-01-22) (20 წლის)
დაბ. ადგილი რუსთავი
საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 185 სმ


კარიერა და ჯილდოები

რედაქტირება

ალექსანდრე წივწივაძე ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2019 წელს, ICF-ის შეჯიბრის სამივე დისტანციაში გაიმარჯვა. გარდა საერთაშორისო აღიარებისა, აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს მოახერხა.

წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა უნგრეთის ოლიმპიური იმედების შეჯიბრებაზე და ორი ოქროს მედალი მოიპოვა[3]. 16 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა თავის ასაკში 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე პირველობა დაიმსახურა. - 2020 წელი.

ამასთან ერთად, უნგრეთში, პარალელურად მსოფლიო თასი მაღალ ასაკობრივ ჯგუფშიც გაიმართა, სადაც ალექსანდრემ 1000-მეტრზე B ფინალში მოხვედრა შეძლო, ხოლო 500-მეტრზე A ფინალში მე-7 ადგილიც დაიკავა. 2020 წელი.


2021 წელს ალექსანდრე იუნიორთა და 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული (პორტუგალიური მონტემორ-ო-ველიო) გახდა[4], ხოლო 2022 წელს ალექსანდრემ იუნიორთა შორის (18 წლამდე) მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორეჯერ მოიპოვა[5]. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია წუთსა და 53 წამში დაფარა[6].

2022 წელს ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრში 2 ოქროს მედალი მოიპოვა 1000 მეტრიან გაცურვაში, რაც საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა [7].

მანამდე კი 2021 წელს ალექსანდრე ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა. ნიჩბოსანმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტიტულები

რედაქტირება
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2022, სეგედი, უნგრეთი - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2022, ბელგრადი, სერბია - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2022, ბელგრადი, სერბია - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2021, მონტემერ-უ-ველიუ, პორტუგალია - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, პოზნანი, პოლონეთი - მესამე ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, პოზნანი, პოლონეთი - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი - პირველი ადგილი
  • კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი - პირველი ადგილი
  • კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი - პირველი ადგილი
  • კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი - პირველი ადგილი
  • კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი - პირველი ადგილი