ალექსანდრე ძაგანია (სამხედრო)

ალექსანდრე სიმონის ძე ძაგანია (დ. 11 ნოემბერი, 1889 — გ. უცნობია) — ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი (1919).

დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, შემდეგ ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი (1911) და ნიკოლოზის სამხედრო აკადემიის მოსამზადებელი კურსები (II თანრიგით, 1917). 1909 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. 1911 წლიდან მსახურობდა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში, 1916 წლიდან — კავკასიის მე-8 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა. იმავე წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის ჩინი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ შტაბში პოლკოვნიკის წოდებით. 1921 წლის თებერვალში, წითელი არმიის შემოჭრის დროს, იყო ლორის ოლქში განლაგებული ჯარების (სარდალი — გენ. იოსებ გედევანიშვილი) შტაბის უფროსი. 1921 წლის მარტიდან ირიცხებოდა ქართული წითელი არმიის შტაბში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება