ალექსანდრე სპენდიარიანი
ალექსანდრე ათანასეს ძე სპენდიარიანი სპენდიაროვი, (დ. 1 ნოემბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი], 1871, კახოვკა —გ. 7 მაისი, 1928, ერევანი) — სომეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1926). სომხური მუსიკის კლასიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1895 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კომპოზიციის თეორიას სწავლობდა მოსკოვში ნიკოლოზ კლენოვსკისთან (1892-1894) და პეტერბურგში ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან (1896-1900). სპენდიარიანის შემოქმედება ჩამოყალიბდა ეუსული და სომხური კულტურის გავლენით. როგორც კომპოზიტორი ამკვიდრებდა რეალისტურ ხელოვნებას, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა პროგრამული მუსიკისადმი. რევოლუციამდელი პერიოდის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია სიმფონიური სურათი „სამი პალმა“ (1905). 1917 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სპენდიარიანი აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კულტურის შექმნაში. ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ გუნდებს, ორკესტრებს. 1924 წლიდან ცხოვრობდა ერევანში. აქტიურად მონაწილეობდა მრავალი სამუსიკო დაწესებულების, მათ შორისკონსერვატორიის მუშაობაში; სამუსიკო გამომცემლობისა და სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. ამ პერიოდის ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია „ერევნული ეტიუდები“ ორკესტრისათვის (1925). სპენდიარიანის მთავარი ნაწარმოებებია: ჰეროიკულ-პატრიოტული ოპერა „ალმასტი“ (1930, მოსკოვი), 2 საორკესტრო სიუიტა „ყირიმული ესკიზები“ (1903, 1912), ავტორია სხვადასხვა ჟანრის რიგი ნაწარმოებებისა, სპენდიარიანის სახელი მიენიჭა ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრს. ერევანში გახსნილია სპენდიარიანის სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Спендиарова М., Спендиаров, М., 1964;
- Тигранов Г., А. А. Спендиаров , 2. изд., М., 1971;
- Шавердян А., А. А: Спендиаров , М.-Л., 1939;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 510.