ალექსანდრე ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბი
ალექსანდრე ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტში. ის უბნის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში დგას და საცხოვრებელი კოპმლექსის შემადგენელ ნაწილის წარმოადგენს, მისგან დასავლეთით კოშკი და კიდევ ერთი დარბაზ-მაჩუბი დგას.
არბაზ-მაჩუბი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე დღესდღეობით გადახურვისთვის თუნუქის საბურავია გამოყენებული. ფასადების ავთენტური წყობის დანახვა მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზეა შესაძლებელი, ნაგებობას სამხრეთის მხრიდან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აქვს მიდგმული, ხოლო დასავლეთით კოშკი დგას. აღმოსავლეთი ფასადი მოკლებულია ყოველგავრ დანაწევრებას, მაგრამ დღესდღეობით ის მძიმე მდგომარეობაშია და აღენიშნება მცირე ზომის ბზარები.
ჩრდილოეთი ფასადის მხოლოდ მეორე სართულის დონეს აღვიქვამთ, რადგან დაბრაზ-მაჩუბი ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას, კედელზე გაჭრილია დარბაზში შესასველი კარი და მართკუთხა ფორმის სარკმელი. მაჩუბში შესასვლელი კარი სავარუდოდ სამხრეთიდან იყო, რომელიც ახლა საცხოვრებელი სახლის ინტერიერშია მოქცეული, სამწუხაროდ მაჩუბის ინტერიერის დათვალიერება ვრე მოხერხდა. რაც შეეხება დარბაზის ინტერიერს მასში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან შევდივართ, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. აშკარაა გვიანი გადაკეთებების კვალი, რაზეც მეტყველებს დარბაზის ორად გატიხვრა, შეკეთებულია გადახურვა, მაგრამ არასრლფასოვნად და მთლიანი გადახურვის კონსტრუქვია ლითონის დგარებზეა შეყუდებული. ასევე საკმაოდ დაწეულია და დამპალია სართულშუა გადახურვა, არსებობს საშიშროება მისი მთლიანად ჩანგრევის.
ალექსანდრე ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბი საკმაოდ არის გადაკეთებული და შემორჩენილი დეტალებიდან ჩანს, რომ ის მოკლებულია ყოველგვარ გაფორმებას, მაგრამ თავისი ზომიერი მასშტაბითა და თავშეკავებული პროპორციებით იქცევს ყურადღებას. მართალია სამხრეთის მხრიდან მიშენებული საცხოვრებელი სახლი არღვევს მის ავთენტრუ იერსახეს, მაგრამ დღესდღეობით მთლიანი ნიგურიანების საცხოვრებელი კომპლექსის წარმოდგენას, სადაც კოშკი და კიდევ ერთი დარბაზ-მაჩუბია, არ უშლის ხელს. ამიტომაც ალექსანდრე ნიგურიანის დარბაზ-მაჩუბის დაცვა-შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი კომპლექსისი საერთი აღქმაში და ასევე ისტორიული უბნის განაშენიანებისათვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38144