ალექსანდრე მახარაძე (რევოლუციონერი)
ალექსანდრე ქაიხოსროს ძე მახარაძე, (დ. 1896, ბახვი — გ. 25 ოქტომბერი, 1920, რუსეთი) — ქართველი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1916 წლიდან იყო კონუნისტური პარტიის წევრი. 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში პეტროგრადში. 1918 წელს სამეგრელოში ამზადებდა აჯანყებას ალექსანდრე გეგეჭკორთან და შალვა ასკურავასთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1919 წლის ქტომბრის ბოლოს პარტიამ გაიწვია მოსკოვში. საბრძოლო დავალებით გაგზავნეს ბაქოში. ის დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა საქართველოში, სადაც ასევე დააპატიმრს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 920 წლის თებერვალში გაიქცა. მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში თეთრი გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლებში, სადაც დაიღუპა ერთ-ერთი შეტაკების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოიძე, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 516.