ალექსანდრე იმნაძე
ალექსანდრე იმნაძე (დ. 31 დეკემბერი, 1919, თბილისი — გ. 1 ოქტომბერი, 1981) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი.
ალექსანდრე იმნაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1919 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1 ოქტომბერი, 1981 (61 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე იმნაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდრო-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1941 წელს.[1]
1941–1945 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში. 1945 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში; 1952 წლამდე იყო თბილისის აერომეტეოროლოგიური სადგურის უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსი; 1952–1957 წლებში ამ სადგურის უფროსი; 1957–1978 წლებში მუშაობდა თბილისის ამინდის ბიუროში — გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მეტეოროლოგიური დაკვირვება სკოლაში. თბილისი, ცოდნა, 1961.