ალექსანდრე ივანოვი (რეჟისორი)
ალექსანდრე ივანოვი (დ. 12 აგვისტო [ძვ. სტ. 31 ივლისი], 1898, დავიდოვო, ნოვგოროდის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 20 აგვისტო, 1984, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — რუსი საბჭოთა კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, სსრკ სახალხო არტისტი (1964). 1918-1920 წლებში იყო რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. 1924 წელს დაამთავრა ლენინგრადის კინოსკოლა. 1924 წლიდან მუშაობდა სტუდია „ლენფილმში“.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „ცეცხლის ტრანსპორტი“ 1930
- „არის, კაპიტანო!“ 1930
- „საზღვარზე“, 1938
- „მთვარე მარცხნივაა“, 1939
- „წყალქვეშა ნავი ტ-9“ 1943
- „ვარსკვლავი“, 1953
- „ჯარისკაცები“ 1957
- „გატეხილი ყამირი“ 1960-1961, ტრილოგია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 91.