ალექსანდრე ზაქარიაძე

ალექსანდრე ზაქარიაძე (დ. 15 თებერვალი, 1884 — გ. 1957) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ალექსანდრე ზაქარიაძე 1934 წ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1917 წელს იყო კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი, შემდეგ ქვეითთა ბრიგადის მეთაური, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი. 1917 წლის ბოლოდან დაბრუნდა საქართველოში. 1918 წლიდან ქართული საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი გახდა. 1918 წელს იყო საქართველოს სამხედრო სმაინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საერთო, შემდეგ კი ოპერატიული სექციის უფროსი. 1919 წლიდან ქართული არმიის გენერალია. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ გენშტაბის უფროსი. 1920 წლიდან რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი, თავდაცვის საბჭოს მიწვეული წევრი. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1926 წლიდან პოლონეთის ქართული კომიტეტის წევრია. მოიპოვა პოლონეთის არმიის ბრიგადის მეთაურისა და დივიზიის მეთაურის სამხედრო წოდებები. მონაწილეობდა გერმანია-პოლონეთის ომში 1939 წელს. დაჯილდოებულია პოლონეთის უმაღლესი სამხედრო წოდებებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება