ალექსანდრე ვესელოვსკი
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ვესელოვსკი (რუს. Алекса́ндр Никола́евич Весело́вский; დ. 4 თებერვალი, 1838, მოსკოვი, — დ. 10 ოქტომბერი, 1906, პეტერბურგი) — რუსი ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი.
ალექსანდრე ვესელოვსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 (16) თებერვალი, 1838[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[1] [4] [5] [2] |
გარდ. თარიღი | 10 (23) ოქტომბერი, 1906[1] [2] [6] [3] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] [4] [2] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფილოლოგი[1] , ლიტერატურის ისტორიკოსი[1] [5] [7] და comparative literature academic |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და ბესტუჟევის კურსები |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
მამა | Q117377790? |
ჯილდოები | კონსტანტინეს მედალი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი |
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი (1858). სწავლობდა ასევე ბერლინსა და პრაღაში, სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა იტალიის ბიბლიოთეკებში. 1872 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად, 1881 წელს — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
ვესელოვსკი შედარებით-ისტორიული ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთ ფუძემდებელად ითვლება. თავდაპირველად მითოლოგიური სკოლის მიმდევარი იყო, თუმცა მის ზოგიერთ კონცეფციას არ იზიარებდა. ვესელოვსკის პირველი დიდი ნაშრომი, რომელიც შედარებით-ისტორიული მეთოდის საფუძველზე შეიქმნა, იყო „სლავური თქმულებები სოლომონსა და კიმოვრასზე“ და „დასავლური ლეგენდები მეროლფსა და მერლინზე“ (1872). შემდეგ ვესელოვსკიმ გამოაქვეყნა ფუნდამენტური შრომები ბოკაჩოს, დანტეს, პეტრარკას, პუშკინის, ჟუკოვსკის შემოქმედების შესახებ. ლიტერატურისა და ხელოვნების გენეზისისა და ევოლუციის პრობლემის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი „სიუჟეტების პოეტიკა” (1897) და „ისტორიული პოეტიკის სამი თავი“ (1899). ვესელოვსკი მასალას კრებდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერებიდან. იგი იცნობდა და თავის შრომებში იყენებდა ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Собр. соч., т. 1–6, 8, 16, СПб.–М.–Л., 1908–38 (დაუმთავრებელია).
- Историческая поэтика, изд. В. М. Жирмунского, Л., 1940.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარდაველიძე ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Гудзий Н. К., Гусев В. Е. Веселовский, Александр Николаевич // Краткая литературная энциклопедия / Гл. ред. А. А. Сурков. — М. : Советская энциклопедия, 1962—1978.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Гудзий Н. К., Гусев В. Е. Веселовский // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 3.0 3.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ 4.0 4.1 Веселовский Александр Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 5.0 5.1 Батюшков Ф. Д. Веселовский, Александр Николаевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VI. — С. 98–99.
- ↑ Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
- ↑ The Fine Art Archive — 2003.