ალექსანდრე გომიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომიაშვილი.

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გომიაშვილი (დ. 15 ივლისი, 1911, ახლანდ. დაბა სტეფანწმინდა — გ. 13 მარტი, 1997, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1938-1940 იყო ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილბის გამგე, 1946-1950საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პ/ მგ მდივანი, 1951-1964 — საქართველოს ლიტფონდის დირექტორი, 1967 წლიდან — გამომცემლობა „ცოდნის“ დირექტორი, 1971-1987 — წიგნის პალატის დირექტორი. მისი პირველი ლექსი „მთის ბალადა“ ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ გამოქვეყნდა 1929 წელს, პირველი პოეტური კრებული „ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა“ — 1931. ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: „ქართველო, ხელი ხმალს იკარ!“ (1943), „დასაწყისი განთიადისა“ (1946), „მშვიდობის ჯარისკაცი“ (1950) და სხვ. პატრიოტული მოტივს ეძღვნება მისი არაერთი ლექსი და პოემა: „დავითიანი დაღესტანში“ (1953), „ხევის პატარძალი“ (1955), „ადგილის დედა“ (1956), „ამბავი სამასი არაგველისა“ (1958) და სხვ. გომიაშვილის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „ანდეზიტის სიმღერა“ (1932), „ლექსები“ (1933, 1937, 1978), „დარიალი“ (1940), „ბალადები“ (1946, 1958), „ლექსები და ბალადები“ (1960), „ძვლები და კლდეები“ (1964), „ფიცი“ (1976) და სხვ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კალანდაძე გ., ალექსანდრე გომიაშვილის ბალადები, «მნათობი », 1958, #11;
  • ნატროშვილი გ., ალექსანდრე გომიაშვილის პოეზია, მის წგ.: თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1976.